სოზარ სუბარის უწყების მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვასა და კორუფციასთან დაკავშირებით „ნაცინალური მოძრაობის“ განცხადებას დევნილთა სამინისტროში ეხმაურებიან.
სოზარ სუბარის უწყების წარმომადგენლები კორუფციის არსებობას უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ შენობების რეაბილიტაცია ჯერ დასრულებული არ არის.
მათივე ინფორმაციით, ამ ფაქტზე საგამოძიებო კომიტეტთან დავა მიმდინარეობს და პასუხისგებაში სამინისტროს სამი თანამშრომელია მიცემული.
„არის პრობლემური ორი სამშენებლო კომპანია. ესენი ეხება შპს „NBG”-ს და შპს „ნიუ ქონსტრაქშენს“. სამინისტროს ინიციატივით გადაგზავნილია მასალები საგამოძიებო ორგანოში და მათი ხელმძღვანელობა პასუხისგებაშია მიცემული. პასუხისგებაში მიეცა ასევე იმ ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის პირები, ვინც იმ წლებში მოღვაწეობდნენ და გარკვეულ მონიტორინგს ახორიცელებენ“, - მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს დაუდევრობასა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს. ირმა ნადირაშვილმა სამინისტროს მიერ დევნილთა საცხოვრებლების რეაბილიტაციისთვის დადებული ხელშეკრულების შინაარსი გაასაჯაროა და პროკურატურას ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






