"ახალი პოლიტიკური ცენტრი" ინიციატივით გამოდის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური.
ამის შესახებ ცენტრის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სავალდებულო სამსახური ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანი არ არის.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ის ადამიანები ვინც ძალდატანებით მიდიან ჯარში ქვეყნის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ.
„აღნიშნული სისტემა საქართველოში იქცა კორუფციისა და გაჭირვებული ოჯახებისგან გაწვევის გადავადების სანაცვლოდ ფულის გამოძალვის წყაროდ. ფაქტია, რომ საქართველოში საკმარისი რაოდენობით არიან მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან საკუთარი სურვილით იმსახურონ პროფესიულ არმიაში და წარმატებული სამხედრო კარიერაც გაიკეთონ. ამ ახალგაზრდებს, სავალდებულო სამსახურის სახელით, სახელმწიფო იყენებს როგორც უფასო მუშახელს და თან ისე, რომ მათ ჯართან კავშირი საერთოდ არ აქვთ - იძულებით გაწვეულ ახალგაზრდებს უწევთ სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტების დაცვაში დგომა ან მათ შრომას იყენებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






