ნადირაშვილი სუბარს დაუდევრობასა და ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 14:27, 25 Jun, 2015     1221
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს დაუდევრობასა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს. ირმა ნადირაშვილმა სამინისტროს მიერ დევნილთა საცხოვრებლების რეაბილიტაციისთვის დადებული ხელშეკრულების შინაარსი გაასაჯაროა და პროკურატურას ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„მინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი სქემა რომელიც მუშაობს დევნილთა და განსახლების სამინისტროში. ჩვენი აზრით აუცილებელია, რომ ყველა ეს საკითხი, რომელსაც მე მოგახსენებთ შეისწავლოს პროკურატურამ. იმიტომ რომ სახეზე გვაქვს, დაუდევრობა, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა და ამის შედეგად ამ თანხების გამოყოფის შედეგად არცერთი სამუშაო შესრულებული არ არის. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ საუბარი არის იმაზე რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრო როგორც წესი ახორციელებს შენობების რეაბილიტაციას, მშენებლობას დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით და ის დოკუმენტები რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ აღნიშნავს როგორ უდიერად და უპასუხისმგებლოდ ეპყრობა დევნილთა სამინისტრო დევნილთა განსახლების თემას. მინდა წარმოგიდგინოთ კონკრეტული ფაქტები რომელიც შევაგროვეთ თქვენთვის. სამინისტროს მიერ 10.01.2014 გამოცხადდა ტენდერი ქ.გორში ცხინვალის გზატ.14 ში მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სავარაუდო ღირებულება 1.859.081 ათასი ლარი. ტენდერის პირობები : ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „NBG”

გამარჯვებულის ფასი - 1.100.000 ათასი ლარი.

ხელშეკრულება გაფორმდა - 06.03.2014

ობიექტის ჩაბარების ვადა - 03.08.2014 სახელშეკრულებო ღირებულება 1.100 000 ათასი ლარი გადახდილია მთლიანად და შენობას თითი არ აავს დაკარებული და ისევ ისე გამოიყურება.ასევე ტენდერი გამოცხადდა ქუთაისიში, ნიკეას ქ. 21, ყოფილი „აისი“-ს ქარხნის შენობა. იგეგმებოდა 96 ბინის რეაბილიტაცია.

სატენდერო ღირებულება 2.712.611 ათასი ლარი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „ნიუ ქონსტრაქშენი”

გამარჯვებულის ფასი - 1.920.000 ათასი ლარი.

ხელშეკრულება გაფორმდა - 29.08.2013

ობიექტის ჩაბარების ვადა - 27.12.2013 სამუშაოების ღირებულება 1.920.000 ათასი ლარი გადახდილია მთლიანად,მათ შორის პირველი გადახდა 576`000.00 ლარი ავანსად.დღეს არსებული მდგომარეობა,ობიექტი დაკონსერვებულია,შემდგომი ბედი უცნობია. ასევე ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა.

საპროექტო დაგეგმარება 72 ბინა.

სატენდერო ღირებულება 1`699`294.00 ლარი

გამარჯვებული კომპანიის ფასი 1`174`764.00 ლარი

გამარჯვებული კომპანია შპს „NBG”შენობის რეაბილიტაციის ღიერებულების 100% 1`174`764.00 ლარი გადახდილია მთლიანად და ერთიანად ავანსად. სამინისტრომ იმის გამო რომ ამ თანხით ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების შესრულება რომელიც ავანსად გასცა, იგივე შენობაზე გამოაცხადა ხელმეორე ტენდერი ღირებულებით 505.367 ათასი ლარი. კიდევ ერთი ობიექტი ვაზიანის სამხედრო დასახლება

კორპუსი №2 და კორპუსი №3 ტენდერში გამარჯვებული კომპანია - კვლავ შპს „NBG”

სატენდერო ღირებულება - 3`497`740.00 ლარი

გამარჯვებულის ფასი - 2`640`000.00 ლარი.

ხელშეკრულება გაფორმდა - 08.10.2013

ობიექტის ჩაბარების ვადა - 03. 06.2014

შენობების ამჟამინდელი მდგომარეობა

მიტოვებული,ინგრევა,საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება 2`640`000.00 ლარი გადახდილია მთლიანად, სამი გადარიცხვით, სამივე ავანსად. ვაზიანის სამხედრო დასახლება კორპუსები №5 და №6

კონტრაქტორი კომპანია ს/ს „ტრანსმშენი“

საკონტრაქტო ღირებულება 2`418`000.00

ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 30 მაისი

სახელშეკრულებო თანხა გაცემულია 100% ით, 2 ტრანშით,ავანსად.

ვაზიანის სამხედრო დასახლება კორპუსები №1 და №4

კონტრაქტორი კომპანია შპს „ნიუ ქონსტრაქშენი“

საკონტრაქტო ღირებულება 960`000.00

ობიექტის ჩაბარების ვადა 2013 წლის 2 დეკემბერი

სახელშეკრულებო თანხა გაცემულია 100% ით,ავანსად.

შემაჯამებლად რომ ვთქვათ, ეს ხელშეკრულებები ფორმდებოდა 2013 წლიდან როცა მინისტრი იყო დარახველიძე და იგივე ტენდენცია გააგრძელა სოზარ სუბარმა. მის დროსაც გაფორმებულია ხელშეკრულებები შენობების რეაბილიტაციისთვის საერთო ღირებულება თანხის არის 10 მილიონზე მეტი. ეს თანხები გაცემულია უმეტეს შემთხვევაში 80% ავანსად და ჩემს მიერ ჩამოთვლილ შემთხვევებში არცერთხელ სამუშაოები არ არის შესრულებული და მდგომარეობა იმ ობიექტების რომლის რეაბილიტაციას უნდა მომხდარიყო არის სავალალო. ამის შედეგია ის რომ 500 ოჯახი რომელიც ელოდებოდა ამ შენობების რეაბილიტაციას, დღეისთვის დარჩენილია უსახლკაროდ და შესახლებულაი სხვადასხვა ფართებში. ჩვენ ვთვლით რომ ეს არის კორუფციული სქემა რომელიც მოქმედებს დევნილთა და განსახლების სამინისტროში ეს არის საგანგაშო ფაქტი. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ და მივმართავთ პროკურატურას გამოიძიოს სოზარ სუბარის და მისი წინა მორბედის დროს როგორ ხდებოდა საბიუჯეტო თანხების განკარგვა,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42