დეპუტატებმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს და საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. პროექტის ინიციატორები აცხადებენ, რომ აუცლებელია ეროვნულ ბაკს გამოეყოს ზედამხედველობის სამსახური და მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ რამდენიმე ვარიანტიდან ყველაზე მისაღები დარჩეს. ინიციატორები ასევე განიხილავენ საბჭოს დაკომპლექტების სხვადასხვა წესს.
"ეროვნული ბაკის ფუნქციის გაძლიერებაა მთავარი და საზოგადოების ნდობა უნდა გაიზარდოს ეროვნული ბანკისადმი. ახალი საბჭოს დაკომპლექტებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ხელისუფლების და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა"- განაცხადა კანონპროექტის ავტორმა, თამაზ მეჭიაურმა.
სებ-იდან ზედამხედველობის სამსხურის გამოყოფას საპარლამნტო უმცირესობის საწმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. სერგო რატიანი ინიციატივას ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას უწოდებს.
"ეს კანონპროექტი ანგრევეს საფინანსო სისტემას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა რათა დაიქვემდებაროს საბანკო სისტემა და მასზე ზეწოლ მოახდინოს. ამას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ და ყველანაირად გავაპროტესტებთ, ეს კანონი არ უნდა გავიდეს," - განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






