ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 12:35, 25 Jun, 2015     1001

საქართველოსთვის გაწეული სამსახურისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალს „ოქროს საწმისის" ორდენი გადასცა.

მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჰენრი კერალთან, რომელსაც საქართველოში საქმიანობის მისია ამოეწურა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჰენრი კერალის უშუალო ჩართულობით, მსოფლიო ბანკმა ქვეყნის განვითარების, ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდის და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და დღემდე ახორციელებს. მათ შორის არის- საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით მიმდინარე პროექტები.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტის - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რომლის ძირითადი მიზანია დააკავშიროს ქვეყნის დედაქალაქი და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონები დასავლეთ საქართველოში მდებარე საპორტო, რეკრეაციულ და ტურისტულ ცენტრებთან.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰენრი კერალს გაწეული საქმიანობისთვის და მას საქართველოს მეგობარი უწოდა.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42