საქართველოს მოქალაქეები ურუგვაიში წასვლას უვიზოდ შეძლებენ
პოლიტიკა - 12:06, 25 Jun, 2015     1131
საქართველოსა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

სამხრეთ ამერიკის ტურნეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკას.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან, როდოლფო ნინ ნოვოასთან. ურუგვაელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში, დაისახა ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტული მიმართულებები.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეებისათვის ვიზის აღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.

ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.

მინისტრი ასევე შეხვდა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს და სენატის თავმჯდომარეს რაულ სენდიკს. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.

სამხრეთ ამერიკის ტურნეს ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს ჩილეს ეწვევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42