"ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სიარულს" - ხიდაშელი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა - 09:37, 25 Jun, 2015     1058

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტი ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებით დაიწყო.

თინათინ ხიდაშელი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, მაცეი პოპოვსკის შეხვდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობა. მაცეი პოპოვსკიმ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადამკვირვებლო მისიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) ქართველი სამხედროების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა იყო გენერალ პატრიკ დე რუზიესთან შეხვედრის მთავარი თემა. ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან დიდი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. გენერალმა პატრიკ დე რუზიემ იმედი გამოთქვა, რომ ქართველი სამხედროები საჭიროების შემთხვევაში კვლავ ჩაერთვებიან ევროკავშირის მისიებში.

თინათინ ხიდაშელი ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრებსაც შეხვდა. განხილვის მთავარი თემა იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ევროპარლამენტარებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატეს.

„ჩვენ პრაქტიკულად ყველასგან მივიღეთ მხარდაჭერა, რაც მუდმივად ჩანს ევროპარლამენტის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ. გამწვავებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია დღის წესრიგში მუდმივად იდგეს საქართველოს საკითხი, მაშინ როდესაც უკრაინის თემა აქტიურდება. საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სიარულს, ევროპარლამენტის მხადაჭერის ფონზე“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42