ვერეს ხეობაში გვირაბები აღარ იქნება - უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა მერიაში
პოლიტიკა - 21:23, 24 Jun, 2015     2620

თბილისის მერიაში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ექსპერტებმა თბილისის მერს ვერეს ხეობის განვითარების შესახებ კონკრეტული წინადადებები წარუდგინეს. კომისიის წევრები შეჯერდნენ, რომ ვერეს ხეობაში გოფრირებულ გვირაბს ხიდის ტიპის კონსტრუქცია ჩაანაცვლებს.

„ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მდინარე ვერე რაც შეიძლება უნდა გათავისუფლდეს იმ გვირაბებისგან, სადაც ის მიედინება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვირაბს აღარ გავაკეთებთ, ხიდის კონსტრუქციაზე ვიმუშავებთ და ძირითადი საინჟინრო გადაწყვეტილება ამაზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, სპეციალისტები მდინარე ვერეს ხეობას საწყისი წერტილიდან შეისწავლიან და კვლევას ჩაატარებენ. პარალელურ რეჟიმში აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთი.

„გზის აღდგენა უნდა მოვახერხოთ სექტემბრის შუა რიცხვებამდე, რათა მოძრაობა იქნას გახსნილი და პარალელურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. გაკეთდება ტრანსპორტისა და მარშრუტების სქემა, რათა ამ კვლევაზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი მდინარე ვერეზე დამცავი დამბის გაკეთება და წყლის ნაკადების და მოცულობის რეგულირება იყო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, დღევანდელ სხდომაზე შეჯერებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია ხვალიდან დაიწყება და შესაბამისი სამსახურები დავალებებს მიიღებენ.

2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შემდეგი სხდომა 27 ივნისს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42