„ნაციონალურ მოძრაობაში“ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას უარყოფითად აფასებენ.
როგორც პარტიის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ვადა თებერვალში გასდის და მის შემცვლელზე საუბარი ნაადრევია.
,,როგორც ჩანს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ბევრი საქმე არ აქვს. უსაქმური კაცის პოზიციიდან გამოდის მისი ეს განცხადება, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თებერვალში გასდის ვადა. მე არ ვიცი რამდენად წაადგება ეს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ყველამ ვიცით, რომ თბერვალში გასდის ქადაგიძეს ვადა და ეს კონსულტაციები ორი თვით ადრე, რომ დაეწყო, რა შეუშლიდა ხელს. როგორც ჩანს, კომპეტენციის პრობლემაც არის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს. გიორგი აბაშიშვილის თქმით, ქადაგიძის შემცვლელის შერჩევის პროცესი იქნება ძალიან ღია.
მასალის გამოყენების პირობები






