„დიდი სურვილი მაქვს საქართველოში დაიდგას ჩემი სიტყვის ძეგლი - სიახLOVE - თანაც ახლავე“ - წერს დავით დეფი და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
დავით დეფი: „დიდი, უშველებელი ასოებით შედგენილი სიტყვა-ქანდაკება დაიდგას სამ ადგილას: 1. ენგურის ხიდთან 2. ბათუმში პორტთან (ან სარფის საზღვარზე) და 3. მთაზე (სვანეთში ან თბილისში) ეს გზავნილი უკვე მარტო ჩემი აღარაა, ის მთელ საქართველოს და მთელს მსოფლიოს ეკუთვნის.
ასეთი რამ, ერთ სიტყვაში ჩატეული ასეთი მაგარი გზავნილი, ამ ფორმით დაწერილი მსოფლიოს არც ერთ ენაზე არ არსებობს, მხოლოდ ქართულად და ლათინურად გამოდის ასე და ზუსტად გამოხატავს ჩვენი უნიკალური საქართველოს და მთელი კულტივირებული, თავისუფალი მსოფლიოს ერთობას. თანაც სიყვარულით. თუ დაიდგმება ენგურთან, ბათუმში და მთაზე, წარმოიდგინეთ რა მაგარი იქნება! სიახLOVE“.

მასალის გამოყენების პირობები






