,,სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ:
1. არ გააფრთხილა დედაქალაქის მცხოვრებნი უხვ და ანომალიურ ნალექზე, რომელზეც ადრევე ფლობდა ინფორმაციას.
2. არ გააფრთხილა დედაქალაქის მცხოვრებნი იმ უპრეცედენტო ბუნებრივ კატასტროფაზე (მეწყერი), რომელზეც ინფორმაცია ორი/სამი საათით ადრე ჰქონდათ და რომელმაც ადიდებული ვერეს მოვარდნა და მსხვერპლი გამოიწვია.
3. არ გააფრთხილა დედაქალაქის მცხოვრებნი აშკარა წყალდიდობაზე და არ მოახდინა ვერეს ხეობის მცხოვრებთა ევაკუაცია.
4. არ გააფრთხილა დედაქალაქის მცხოვრებნი აშკარა წყალმოვარდნაზე და არ გადაკეტა გზა ვერეს ხეობაში.
5. არ გააფრთხილა დედაქალაქის მცხოვრებნი გაქცეულ მხეცებზე, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.
6. არ გააფრთხილა ვერეს ხეობაში თავდადებით მომუშავე მოხალისეები, ვერეში ჩაღვრილ დაბინძურებულ წყალზე, რითაც საფრთხე შეუქმნა მათ ჯანმრთელობას.
7. არ გააფრთხილა!
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭობ, თავისი არაკომპეტენტურობიდან გამომდინარე, დედაქალაქის მცხოვრებნი, აშკარა საფრთხისთვის გაწირა!“ - აცხადებს ზაზა ჭაია.
მასალის გამოყენების პირობები






