,,ასე მოიქცა ლატვიის პრემიერ-მინისტრი... ჩვენთან კი პასუხს არავინ არაფერზე აგებს“ - მალხაზ პატარაია
სოც.მედია - 14:57, 24 Jun, 2015     2078
მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე და ,,აფხაზთა კრების“ ერთ-ერთი ლიდერი მალხაზ პატარაია სტიქიური უბედურების შემდეგ ხელისუფლების პირველ პირთა პასუხისმგებლობაზე წერს და მაგალითად ლატვიის პრემიერ-მინისტრი მოჰყავს.

,,შარშანწინ რიგის სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევისა და მსხვერპლის გამო ერთ კვირაში ლატვიის პრემიერ-მინისტრი ვალდის დომბროვსკისი გადადგა. ასე იქცევიან ევროპაში. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებისათვის ეს აქსიომაა. ჩვენთან კი როგორც რუსეთში და ადრე საბჭოთა კავშირში-არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს.

მეგობრებთან ვსაუბრობდით თბილისის ტრაგედიის მიზეზებზე. გამიზნული და განზრახი ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადოებრივი მოქმედება ამ ხელისუფლებისათვის უცხო ხილი არ არის პირიქით მისი მოქმედების წესია. მაგრამ ვიფიქრეთ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მის მკაფიოდ გამოხატულ სხვა მახასიათებელთან - როგორც დღეს ყველა ამბობს, უნიათობასთან.

ეხლა კი უკვე ეჭვის ჭია მიღრღნის გონებას. ახალი ინფორმაციებით, სულ უფრო ძნელი ხდება მომხდარის მხოლოდ ჩინოსანთა უქნარობით და არაკომპეტენტურობით, გნებავთ გულგრილობით ახსნა. ვინმემ შეგნებულად ხომ არ დაუშვა ეს ქაოსი მოწინააღმდეგეებისაკენ თითის გასაშვერად, რეპრესიების ახალი ტალღის ასაგორებლად და თავის ძალაუფლების განსამტკიცებლად. ასეთი რამეც კარგად იციან რუსეთში.

ჯერ-ჯერობით ისევ ძველ აზრზე ვარ, თუმცა არც ეს ვერსიაა ალბათ უკვე გამოსარიცხი.

ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ცნობილი და გააზრებული ფაქტები საკმარისია, რომ ღარიბაშვილი ისევე მოიქცეს, როგორც მისი ლატვილელი კოლეგა. ნარმანიაზე ხომ უკვე არაფერს ვამბობ“ - წერს მალხაზ პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42