პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქადაგიძის შემცვლელის შერჩევის პროცესი იქნება ძალიან ღია.
„ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ქადაგიძეს ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონმდებლობით კი, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს. პრეზიდენტის დავალებით დღეიდან ვიწყებ ბატონი გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შერჩევის პროცესს, რომელიც იქნება ძალიან ღია პროცესი. კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან", - განაცხადა აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






