სებ-ის დანაწევრება ხდება იმიტომ, რომ ქადაგიძე მიუღებელია და საჭიროა მისი ნეიტრალიზაცია - აბაშიშვილი
პოლიტიკა - 14:22, 24 Jun, 2015     1252

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ არის მიმართული.

საგანგებო განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პიროვნებების გამო ინსტიტუტების ნგრევის პროცესი დაუშვებელია და აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლა საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, შედეგებზე პასუხისმგებლობა კი მის მხარდამჭერებს დაეკისრებათ.

„დღეიდან მე ვიწყებ კონსულტაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან, პარლამენტთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტრეობთან და ეროვნულ ბანკთან. ამავდროულად მოგახსენებთ, რომ ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის უარგუმენტო დანაწევრების პროცესი. საუბარია იმ ინსტიტუზე, რომელიც ყველა საერთაშიროს ორგანიზაციის შეფასებით მაღალპროფესიულად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, მათ შორის საბანკო ზედამხედველობის სფეროში. ამავდროულად საუბარია ისეთი ტიპის ცვლილებებზე, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგთან ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულებათან, რომელიც ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმას შეეხება. სამწუხაროდ, ამ დრომდე კანონპროექტის არც ავტორების და არც მხარდამჭერების მხრიდან მცირე არგუმენტიც კი არ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ უნდა მოხდეს ეს ცვლილება, გარდა იმისა, რომ ბატონი ქადაგიძე არის მიუღებელი და საჭიროა მისი ნეიტრალიზაცია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია პიროვნებების გამო ინსტიტუტების ნგრევის პროცესი, რომელსაც ახლა აქვს ადგილი და მეორე, სწორედ ახლა დავიწყეთ ქადაგიძის ადგილმონაცვლის შერჩევის პროცესი. სულ 7 თვე დარჩა ბატონ ქადაგიძეს. შესაბამისად, კიდევ უფრო დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია, თუ მთლიანობაში ამ პროცესის განხორციელების შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე. აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებზე მის მხარდამჭერებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42