„სამწუხაროდ, დედაქალაქის მერიის უპასუხისმგებლობა ყოველდღიურად ღრმავდება, რისი ნათელი დადასტურებაც იყო კანალიზაციის კოლექტორის მდინარე ვერეში ჩაშვება და ამის დღეების განმავლობაში მოხალისეებისა და მთლიანად მოქალაქეებისთვის დამალვა. ესაა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს დედაქალის მერია.
ბავშვებივით, პირველი ინსტიქტი, რომელიც მათ უმუშავებთ, სხვაზე გადაბრალებაა. ამჯერადაც მათ ეყოთ კანდიერება და ეს ფაქტი წყლის კომპანიას გადააბრალეს, რომელიც თავის მხრივ ამობს, რომ შეთანხმებული იყო დედაქალაქის მთავრობასთან.
საბედნიეროდ თბილისის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების გამო, დაშავებულები არ გვყავს, თუმცა კრიტიკურლია მათი საკითხისადმი მიდგომა. მოვუწოდებს მათ მოსახლეობას პრობლემები, რომელიც სარისკოა არ დაუმალონ. მოვუწოდებ უახლოეს პერიოდში შეცვალონ ეს მიდგომა და პატივი სცენ თბილისელებს.
მასალის გამოყენების პირობები






