"სტიქიის მეორე დღეს აშშ-ში საქართველოს ელჩი ნიაგარას ჩანჩქერზე დასასვენებლად გაემგზავრა"
პოლიტიკა - 13:53, 24 Jun, 2015     1981

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, 14 ივნისს, როდესაც თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულებს ჯერ კიდევ ეძებდნენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე შვებულებაში გავიდა და ნიაგარას ჩანჩქერზე დასასვენებლად გაემგზავრა.

დეპუტატმა მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნაციონალური მოძრაობისთვის მოწოდებული ეს ინფორმაცია სასწრაფოდ გადაამოწმოს და საზოგადოებას დაუდასტუროს ან უარყოს.

„მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. დაადასტუროს ან უარყოს ეს ფაქტი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. იმ შემთხვევაში, თუ ჩენი ინფორმაცია დადასტურდება და ვთვლით, რომ ჩვენი წყარო სანდოა და ელჩი მართლაც გავიდა შვებულებაში, მაშინ მოვითხოვოთ ამ ფაქტს სამინისტროს შეფასება მისცეს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ასეთ მძიმე დღეებში, ყველა საელჩო საგანგებო მუშაობის რეჟიმზე უნდა ყოფილიყო გადასული. განსაკუთრებით ჩვენი ელჩი სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში. მათ უნდა ეზრუნათ, რომ საერთაშორისო საზოგადოება სტიქიით დაზარალებულებს გვერდში დადგომოდა და რაც შეიძლება მეტი დახმარება მიგვეღო. ასეთ სიტუაციაში ელჩის დასვენება მიუთითებს ღრმა კრიზისზე.

ერთია, რომ ელჩს არ ესმის ასეთ დროს შვებულებაში გასვლა არ შეიძლება, მეორე მხრივ ეს ადასტურებს, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი ჩამოშლილია. ცხადია ჩვენთვის ეს გასაკვირვი არაა, რადგან გვყავს პრემიერი, რომელიც თვლის რომ ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯა ზოოპარკის დირექტორის ბრალია; გვყავს შს მინისტრი, რომელიც მიიჩენს, რომ სტიქიის დროს ვერტმფრენები ღამის ხედვით კიარ უნდა გამოიყვანოს და ოპერაციაში ჩართოს, არამედ ანგარში უნდა იდგეს; გვყავს მერი, რომელიც მუხლამდე წყალში იდგა და ვერ მიხვდა რამხელა უბედურება დაატყდა თავს ქალაქს. ელჩის ისოტრია ამის გაგრძელებაა.

მოვუწოდებთ სამინისტროს სასწრაფოდ გააკეთოს თავისი შეფასება, რათა შემდგომშიც არ გაგრძელდეს მსგავსი მოვლენები. მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება, რომ ახლა მაინც ნორმალური დახმარება გაეწიოს სტიქიის შედეგად დაზარალებულებს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42