„ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტიქიის ღამეს ვერტმფრენების გამოყენების საკითხს ეხმაურება.
„ქალბატონ თინას მოვუწოდებ, რომ კრიტიკოსთა ეპითეტებით შემკობას, ურჩევნია გაითვალისწინოს, რომ გუგლი არსებობს.
ასევე, აშკარად ურჩევნია გამოვიდეს და პატიოსნად თქვას, რომ სამაშველო ოპერაციისას შეცდომები იქნა დაშვებული.
ასევე, ურჩევნია აღიაროს, რომ სიძულვილით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები არასოდეს არ არის რაციონალური და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, „სუპერ პუმას“ ტიპის ვერტმფრენები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იმყოფება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთავრობა მის გაყიდვას აპირებდა. თუმცა თავდაცვის მინისტრმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ აღნიშნული ვერტმფრენები საქართველოში დარჩება. ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა კითხვა, თუ რატომ არ იქნა გამოყენებული აღნიშნული ვერტმფრენები სტიქიის ღამეს. შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ინფორმაციით, „სუპერ პუმას“ გამოყვანას შესაძლოა გაცილებით მეტი მსხვერპლი მოჰყოლოდა. როგორც გომელაურმა განაცხადა, რომ ვერტმფრენებს შემოწმება სჭირდებოდა, რადგან ის დიდი ხანია ერთ ადგილზე უძრავად დგას.
მასალის გამოყენების პირობები






