ივანიშვილის სასარგებლოდ მოსამართლეებზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება - გაბაშვილი
პოლიტიკა - 13:38, 24 Jun, 2015     1046
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება მოსამართლეებს აშანტაჟებს და ასე ცდილობს მათთვის სასურველი შედეგების მიღებას. დეპუტატმა ამის მაგალითად თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა მოიყვანა.

„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად სკანდალური აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ გიგი უგულავას სასამრთლო პროცესზე შერჩეული მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე, თავად ყოფილა სერიოზული სამართლებრივი პრობლემების წინაშე. საქმე ეხება ავტოავარიას, რომელსაც ადამიანი ემსხვერპლა. ეს აჩენს სერიოზულ და საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ საქმის მეშვეობით მოსამართლეზე ზეწოლა ხდება და შედეგიც სახეზე გვაქვს - დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება წარმოადგინოს თავისი მტკიებულებები და გამოკითხოს მოწმეები, ხოლო პროკურატურას, იგივე საქმისთვის, რამდენიმე თვე ჰქონდა.

უნდა ითქვას, რომ ივანიშვილმა უკვე ჩამოაყალიბა სასამართლოზე კონტროლის მექანიზმი, და სახეზეა იმ სისტემაში დაბრუნება, როცა სასამართლომ ნებისმიერი დაკვეთა უნდა შეასრულოს, ხელისუფლებამ კი აქ დაბრუნებულ კორუფციაზე თვალი დახუჭოს.

აქვე მინდა შევეხო ე.წ. კაბელების საქმეს. ამ შემთხვევაშიც მოვისმინეთ, რომ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა მას ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიეღო.

როგორც გიგი უგულავას შემთხვევაში, ასევე ყველა სხვა პოლიტიკურ საქმეზე, სახეზეა მოსამართლეებზე ზეწოლა და მათ წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენება, რათა ივანიშვილისთვის სასარგებლო შედეგებს მიაღწიონ. ესაა სავალალო მდგომარეობა“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42