"ფორმალური გამიჯვნა" - არასამთავრობოები შსს-ს რეფორმირების არსებულ ვარიანტს იწუნებენ
პოლიტიკა - 12:10, 24 Jun, 2015     663

არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ფორმალური გამიჯვნაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

"ის მხოლოდ ფორმალურ გამიჯვნას წარმოადგენს და დამატებით უკავშირდება არაერთი ახალი საფრთხის წარმოშობას ადამიანის უფლებებისა და კანონიერი მმართველობის პრინციპის წინააღმდეგ. მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტის არსებულ რედაქციას და ხელი შეუწყონ მსჯელობის გაგრძელებას კანონპროექტთან დაკავშირებით", - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, უშიშროების სამსახურებს უნარჩუნდებათ სამართალდაცვითი, საგამოძიებო და პრევენციული ფუნქციები, რაც საფრთხის შემცველია.

"უშიშროების სამსახურებს ეძლევათ სპეციალური საპოლიციო საშუალებების გამოყენების უფლება, მოქალაქეთა თავისუფლებაში უშუალო და პირდაპირი ჩარევის შესაძლებლობა. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და ქმნის როგორც ფუნქციათა დუბლირების, ისე უშიშროების სამსახურების მიერ უფლებამოსილებების არამართლზომიერი გამოყენების რისკებს. უსაფრთხოების სამსახურები, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, სასამართლო კონტროლის გარეშე მოიპოვებენ გარკვეულ ინფორმაციას და ამავე რეჟიმში (სასამართლო კონტროლის გარეშე) ახორციელებენ ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ფარული ფოტო და კინო გადაღება, მაშინ როდესაც ანალოგიურ ღონისძიებებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სავალდებულო წესით ავრცელებს სასამართლო კონტროლს. სამსახურებს აგრეთვე წვდომა აქვთ ფარული მიყურადების ტექნიკურ მოწყობილობებზე. ასეთ პირობებში უსაფრთხოების სამსახურებისთვის საგამოძიებო ფუნქციის შენარჩუნება მნიშვნელოვანი რისკის შემცველია", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობა ნაკლები გამჭვირვალობით ხასიათდება, მასზე არ ვრცელდება საპარლამენტო კონტროლის ეფექტური მექანიზმები (ნდობის ჯგუფის მანდატი შეზღუდულია).

"ამდენად ფაქტობრივად შეუძლებელია უსაფრთხოების სამსახურების მიერ წარმოებულ საგამოძიებო საქმიანობის შესაბამისი კონტროლი, ისევე როგორც იმის შემოწმება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ხომ არ ხდება კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დაბალი სტანდარტით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების ინფორმაციით, კანონპროექტი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელმძღვანელო პრინციპებთან, რომელიც ნათლად ადგენს, რომ შიდა უშიშროების სამსახურებს არ უნდა ჰქონდეთ ისეთი სამართალდამცავი უფლებამოსილების გატარების შესაძლებლობა, როგორიცაა გამოძიება და პირის დაკავება, რამდენადაც ეს წარმოშობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხეს. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს უფლებამოსილებები ექსკლუზიურად პოლიციას უნდა ჰქონდეს, რათა მათ გამოყენებაზე ვრცელდებოდეს გარე კონტროლის ეფექტური მექანიზმები. აღნიშნულ მიდგომას ადასტურებს იმ ქვეყნების გამოცდილებაც, სადაც უშიშროების სამსახურები პოლიციისგან დამოუკიდებლად არსებობს და მათი ფუნქციები ანალიტიკური საქმიანობით შემოიფარგლება.

მესამე სექტორი პარლამენტს კონკრეტული რეკომენდაციებითაც მიმართავს: "მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის კენჭისყრამდე აუცილებელია კანონპროექტის არსებითად გაუმჯობესება რამდენიმე მიმართულებით:

• უშიშროების სამსახურების მანდატი უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ანალიტიკური მიზნებით და მას არ ჰქონდეს საგამოძიებო და სამართალდაცვითი ფუნქიები;

• ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს უშიშროების სამსახურების მანდატი, მათი კომპეტენცია და ფუნქციები;

• არ დარჩეს კითხვები და ბუნდოვანება იმ პრევენციულ მექანიზმებთან დაკავშირებით, რომელთა გამოყენების უფლებაც უშიშროების სამსახურებს ექნებათ;

• ყველა მნიშვნელოვანი და უფლების შემზღუდველი საქმიანობის შესაძლებლობა კანონშივე ნათლად უნდა იყოს აღნიშნული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტის წარმოდგენილ ვერსიას. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს კანონპროექტის დახვეწაზე შემდგომი მუშაობა, რაც შეუძლებელი იქნება კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემთხვევაში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის (GLIP), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42