სერიალ „ჩემი ცოლის დაქელებში“ ახალი პერსონაჟი „აპოგეა“ გამოჩნდა. მის როლს ნუკი კოშკელიშვილი ასრულებს. სერიალში ის პრემიერის ძმის მეგობარი ქალია და ამიტომ კულტურის სამინისტრო იძულებული ხდება მისი კონცერტი დააფინანსოს. საზოგადოებაში „აპოგეას“ პერსონაჟს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჩანს, ნუკი კოშკელიშვილი ახალი როლით კმაყოფილია.
„სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები", რაღაც არა ამ ქვეყნიური პოპულარობით სარგებლობს, ეს ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ მასშტაბები არ წარმომედგინა. მართლა ბევრ გადაცემაში ვყოფილვარ, ბევრ სერიალში თუ ფილმში, მაგრამ მთელ სამყაროს ჩემთვის მეორე დღეს არ მოუწერია და არ გაუზიარებია შთაბეჭდილებები! ეს საოცარი, სცენარისტების, რეჟისორის, ოპერატორის, მემონტაჟის, მხატვრის... ერთი სიტყვით პროფესიონალების დამსახურებააა, ასეთ დროს ხვდები, რომ შენ არაფერი ხარ, თორე აქამდეც ხომ გამოიწვევდი ასეთ გამოხმაურებას.
პ.ს დაბადების დღეზე მგონი ამდენი მესიჯი არ მომსვლია, როგორც დღეს, დიდი მადლობა ყველას“, - წერს კოშკელიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






