რუსეთისთვის ევროსაბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევის სანქციის გახანგრძლივება იანვრამდე ან კიდევ უფრო მკაცრი სანქცია - რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო ასამბლეა ეს დღეს გახდება ცნობილი.
საქართველოს და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, მთლიანობაში საბოლოდ უკმაყოფილოები არიან რეზოლუციის ტექსტით.
უკრაინის დელეგაციას სურდა, რომ რეზოლუცია უფრო მკაცრი ყოფილიყო.
„იანვრის რეზოლუციაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ თუ რუსეთის ქმედებებში არ იქნებოდა პროგრესი, ივნისში ასამბლეა განიხილავდა მისი უფლებამოსილების გაუქმების საკითხს. სამწუხაროდ, დღეს ამაზე აღარ არის საუბარი და ყურადღება „სტატუს კვოს“ შენარჩუნებაზეა გადატანილი. ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს“, - განცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ.
რეზოლუციით უკმაყოფილოა საქართველოს დელეგაციას. როგორც დელეგაციის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რეზოლუცია არ ასახავს საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიმდინარე დამოკიდებულებას.
„ტექსტი, რომელიც ამ წუთისთვის არსებობს არ შეიძლება იწვევდეს ჩვენს კმაყოფილებას იქიდან გამომდინარე, რომ იგი არ ასახავს საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიმდინარე დამოკიდებულებას. შეცვლის და გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს, ზეპირი დამატებების წარმოდგენის სახით, რომელსც ასამბლეის წევრებმა მხარი უნდა დაუჭირონ“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






