„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია სოციალურ ქსელში მის კორპუსთან არსებულ პრობლემაზე წერს.
„ჩემ კორპუსს გვერდით მეორე ამოუშენეს. დაცილება ორმოცი სანტიმეტრია. ჩემი ფანჯარა მეზობელი კორპუსის ფანჯარას შესცქერის. ამას წინათ , ჩემთვის ვღიღინებდი რაღაც სიმღერას და შუა სიმღერის დროს ტექსტი დამავიწყდა, უბრალოდ წავუღიღინე. მეზობელმა გვერდით კორპუსიდან გადმომამღერა smile emoticon ხოდა, ასე შემახსენა დაბოლოება. ხმა შესანიშნავი ჰქონია მეზობელს, რამე რომ იყოს ორ ხმაშიც გავქაჩავდით რამე ხიტს :)))
ისე, ფანჯრიდან ჭიქის მიჭახუნებაც შეიძლება და ვახტანგურიც, თუ კარგი მეზობლობა გვექნა
რამდენადაც ვიცი, კორპუსებს შორის დაცილება 25 მეტრი მაინც უნდა იყოს, რომ ბუნებრივ რყევებს გაუძლოს შენობამ. ღმერთმა დაგვიფაროს, რამე კატაკლიზმა, თორემ ვახტანგური მერე ნახეთ თქვენ :)) ეხ, ნეტა რა მახუმრებს ერთი“, - წერს ალანია.
მასალის გამოყენების პირობები






