ფინანსთა მინისტრი არ იზიარებს ექსპერტთა ნაწილის შეფასებას, რომ ბიუჯეტის კორექტირების დროს რეალურად ხარჯები კი არ შემცირდა, არამედ თანხები ერთი სამინისტროდან მეორეში გადავიდა.
ნოდარ ხადურის თქმით, 70 მილიონი ლარით შემცირდა სხვადასხვა ხარჯები და ადმინისტრაციული ხარჯები და აღნიშნული თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა.
„ერთი რეალობა ის არის ის, რომ ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება და მეორე რეალობა არის გაცვლითი კურსი, რომელიც ჩამოყალიბებულია დღეისათვის. რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლებს, ის ეროვნული ვალუტის ახალი კურსით არის დათვლილი. ბიუჯეტი არის დაბალანსებული. მათ შეუძლიათ ჩაიხედონ დოკუმენტში. საინტერესოა, როცა მათ ეს დოკუმენტი არ უნახავთ და მასზე აკეთებენ განცხადებას. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რომც ნახონ არ მოეწონებათ“,- განაცხადა ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები






