სააკაშვილის სოციალურ ქსელში წერს, რომ ვერტმფრენების საშუალებით რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა.
„როგორც ირკვევა თბილისის წყალდიდობის დროს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა იყო შესაძლებელი, თუმცა ვერტმფრენების არქონის გამო ისინი ამაოდ ელოდნენ შველას. ივანიშვილის ბრძანებით საქართველოს მთავრობამ დაამიწა უახლესი ევროკოპტერები, რომლებიც პრეზიდენტ სარკოზის მხარდაჭერით შეღავათიანი კრედიტით გადმოგვცეს. 1 ვერტმფრენი იყო მთავრობის წევრებისა და სტუმრების მგზავრობისთვის, დანარჩენი 4 კი, სატრანსპორტო-სამაშველო და მორგებული იყო ევროპულ პირობებში საფრენად.
რუსეთიდან ჩამოსულმა ოლიგარქმა ბრძანა რუსული ვერტმფრენების გამოყენება, ხოლო მათ არც ღამის ხედვის დანადგარი არ უყენიათ და არც ასეთ ხეობაში არ შეუძლიათ ოპერირება, ევროკოპტერისგან განასხვავებით. ბოღმა და გაუტანლობა მართლაც კლავს, თუმცა ეს უდანაშაულო ადამიანები რატომ უნდა ყოფილიყვნენ მსხვერპლი…“, - წერს სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






