ბოლო მონაცემები - კრიზისების მართვის საბჭო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 10:31, 24 Jun, 2015     2479

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა უცვლელია. გარდაცვლილია - 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი. ამ დროისთვის, ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების ჯგუფის მიერ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ორი ერთეული თხევადი ქლორის სპეციალური კონტეინერი და შემდგომი უტილიზაციის მიზნით გადატანილი იქნა უსაფრთხო ადგილას.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებულ გვირაბში სამძებრო სამუშაოები განახორციელეს.

ურთულეს სამუშაო პირობებში განხორციელდა 900-მეტრიანი გვირაბის დეტალური დათვალიერება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მაშველებმა გვირაბში აღმოაჩინეს ორი ავტომობილი.
22 ივნისის 19:00 საათიდან ამ დრომდე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში შევიდა 21 გამოძახება სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ. ყველა შეტყობინებაზე მოხდა სათანადო რეაგირება, თუმცა, არცერთი არ დადასტურდა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს. აქტიურიად მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ლოკაციაზე. მზიურის ტერიტორიაზე მუშაობს: თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 11 თვითმცლელი, 4 ექსკავატორი, 1 დამტვირთველი, 1 დამტკეპნი მანქანა, 1 წყალმზიდი; „კომპანია Caucasus Road Project ჯგუფის“ კუთვნილი 3 ექსკავატორი, 8 თვითმცლელი; მელიორაციის სამსახურის 4 ექსკავატორი, 11 თვითმცლელი; შპს „აკორდის“ 10 თვითმცლელი; „საქენერგოპროს“ - 1 თვითმცლელი და შპს „მშენებელის“ 1 თვითმცლელი; ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობს: 1 ექსკავატორი, 7 თვითმცლელი, 1 წყალმზიდი, 1 ამწე; სვანიძის ქუჩაზე მუშაობს: 6 თვითმცლელი, 1 ექსკავატორი; წყნეთის ქუჩაზე გრძელდება 120 მეტრის სიგრძისა და 8 მეტრის სიმაღლის საყრდენი კედლის მშენებლობა. საყრდენი კედელისთვის საჭიროა 140 ხიმინჯის აგება - ამ დროსთვის მზადაა 24 ხიმინჯი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად: 1. ინფექციის გავრცელების და საწარმოო ტრავმის რისკების მინიმუმამდე დაყვანა (მოხალისეები გადანაწილებულნი არიან იმ ტერიტორიებზე, სადაც ინფექციის გავრცელების და საწარმოო ტრავმის რისკები მინიმალურია). 2. ვაქცინაცია. დღევანდელი მონაცემებით, ტეტანუსის აცრა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულმა 2 000-მდე პირმა გაიკეთა. “თბილწყალკანალის“ და სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ მკაცრად კონტროლდება სასმელი წყლის ხარისხი. 13 ივნისის შემდეგ სასმელი წყლის დაბინძურების არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ამ დროისთვის კლინიკებს მიმართა სტიქიით დაზარალებულმა 50 პაციენტმა. მათგან 4 ჯერ კიდევ გადის სტაციონარულ მკურნალობას. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42