თბილისის ზოოპარკის დირექტორის სამსახიობო კარიერის შესახებ ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს, მისი თქმით ერთ დროს ზურაბ გურიელიძეს დავით აღმაშენებლის როლიც აქვს განსახიერებული, ჟურნალისტი საკუთარ გვერდზე ამ ფაქტის დამადასტურებელ ფოტოებს აქვეყნებს:
„ბევრს ჰგონია, რომ ზურაბ გურიელიძე ახლაა სულ ეკრანზე და ჟურნალ - გაზეთებში გამოჭიმული. ისე, გამწარებული კაცს არა მგონია უხაროდეს ამდენი და ამდნჯერ გამოჩენა. ზოგჯერ ისეთი თვალები აქვს, ლამის ჩვენ შევცვივდეთ ვოლიერებში... მებრალება ნამდვილად, მაგრამ ისეთ რამეს მივაკვლიე, ცოტა ხნით რომ გადამავიწყდა აფთარი და მგელი.
ერთი სიტყვით, ეს ჩვენი ზოოპარკის დირექტორი, არც მეტი არც ნაკლები, დავით აღმაშენებელი ყოფილა ერთ დროს. მართალია სულ ცოტა ხანს, მაგრამ ამის დავიწყება მართლაც შეუძლებელია იმ ადამიანისთვის, ვინც ერთხელ მაინც ჩაიცვა მეფე დავითის სამოსი, აღმართა ხმალი და იახლა ცხენი თურმე, ეს ჩვენი ზოოპარკის დირექტორი - ზურაბ გურიელიძე, 2011 წელს, რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, დოკუმეტურ ფილმში, გადაიღო, სადაც სწორეთ საქართველოს ჩვენი დიდი მეფე, დავით აღმაშენებლი განასახიერა. სამწუხაროდ, "მეფე დავითმაც" ვერ შეძლო თბილისში მობინადრე ცხოველთა სამყაროს დიდი ნაწილის გადარჩენა. აწი თუ დაიწყება ახალი ზოოპარკის აღმშენებლობა, ვნახოთ და იმედით დაველოდოთ..."- წერს კახიძე.








მასალის გამოყენების პირობები






