„იმ შემთხვევაში , თუ თავისას არ მოიშლის და ვითომ რეფორმების ჩატარებას დაიწყებს, მაშინ უკრაინაში სააკაშვილს ფიზიკური ლიკვიდაცია ელის! მაგრამ რეალურად ის ამას არ გააკეთებს და დაიჭერს შაპიტოს ცირკის კლოუნის პოზას. სააკაშვილი დაკავდება პერიოდულად პოლიტიკური განცხადებების გააკეთებით, რათა თავის გუნდს ასე თუ ისე გაახსენოს, რომ არსებობს და გამოიყენებს ტრიბუნას. დარწმუნებული ვარ , ძალიან მალე უკრაინელები სააკაშვილს თანამდებობის დატოვებას მოსთხოვენ. თუ სააკაშვილი გაბედავს და ცხვირს ჩაყოფს კოლომოისკისა და მისი მეგობარი ოლიგარქების, ბიზნესელიტის საქმიანობაში. მაშინ მიშას გააგორებენ! მოგეხსენებათ, სააკაშვილმა საქართველოში დაშალა სამოქალაქო, სპორტული, სახელოვნებო, სამეცნიერო ერთობები; თუ გადაწყვეტს უკრაინაშიც იგივე გააკეთოს, მაშინვე ლიკვიდაციას გაუკეთებენ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ის ამას ვერასოდეს გაბედავს! ეჭვი არ მეპარება, სააკაშვილსა და მის გუნდს უკრაინაში ურთულესი პრობლემები ექნებათ!“- აცხადებს ლალი მოროშკინა.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






