,,მოსახლეობისთვის გაცხადდა, რომ ის დაუცველია, სამაშველო ოპერაციებისთვის ქვეყანა უსუსურია“ - მუხრან ბურჭულაძე
სოც.მედია - 17:27, 23 Jun, 2015     1414
,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი სტიქიის პირობებში, მთავრობას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების გეგმა და მზაობა იმისათვის, თუ როგორ დაიცვას საკუთარი მოსახლეობა. ამის შესახებ იუსტიციის სახლის ყოფილი იურისტი სოციალურ ქსელში წერს.

,,სტიქიის შედეგებზე ბევრი ვიმსჯელეთ, თუმცა ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემები მოუგვარებელი რჩება. დაზარალებული მოსახლეობა უნდა დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ფართებით და აუნაზღაურდეს მატერიალური ზარალი, მაგრამ არა იმ ფორმით, რომელსაც მთავრობა სთავაზობს.

უძრავი ქონების შესახებ აეროგადაღება არაა საკმარისი, რომ განადგურებულ ნივთებზე სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ. დადგენილ უნდა იქნას ამ ქონებაზე პირის საკუთრების ან ამ უფლების აღიარებისთვის სამართლებრივი საფუძვლებიც. ამისათვის საჭიროა ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაზარალებულ პირთა კუთვნილ ქონებაზე დოკუმენტაციასთან გაცნობა, რაც მოგვცემს საჯარო რეესტრში არარეგისტრირებული ქონების შესახებ ტექნიკური და სამართლებრივი ხასიათის ინფორმაციას. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დაზარალებულ მოქალაქეებს ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებაში, რაც მათ სამომავლოდ დაეხმარება.

დაუშვებელია ზიანის ანაზღაურება სსიპ.-ების ბიუჯეტის ხარჯზე, ამისათვის არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტი. იუსტიციის მინისტრისთვის გამოსავალი იმაშია, რომ იუსტიციის სახლები აღარ აშენდება და ამ თანხით გაეწევათ დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარება რაც არასწორია, რადგან ეს არ უნდა გადადიოდეს ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე და ამისათვის აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რეზერვის არსებობა.

მართალია წულუკიანს უკრაინაში ვიზიტისას მინისტრმა პეტრენკომ აცნობა, რომ იქ იუსტიციის სახლები არ აშენდება, მაგრამ ადგილზე მას არავინ დახვედრია, ვინც აუხსნიდა - რატომ. ამიტომაც გასაკვირი არაა რომ წულუკიანმა უბრალოდ არ იცის რატომ უნდა არსებობდეს ან არ არსებობდეს იუსტიციის სახლები და არც ის თუ რა სახის ხარჯთან ან მოგებასთან გვაქვს საქმე. ის რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ აუდის ხარჯებს შემთხვევითი არაა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ფუნქციის შეცვლა და მისი არასასოფლო-სამეურნეოდ ქცევა დღეს პრობლემაა, რამაც სამშენებლო ბიზნესი და მრეწველობა შეაფერხა. ამას ემატება ის ფაქტორი, რომ უძრავი ქონების ბრუნვაუნარიანობა შესუსტდა. სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გარკვეულმა შეზღუდვებმა და ინვესტორებთან არამართებულმა დამოკიდებულებამ ბიუჯეტს შემოსავლების მხრივ პრობლემები შეუქმნა, მაგრამ სამაგიეროდ „სისხლით მორწყული მიწაწყალი“ ისევ გაჭირვებული კაცის და ისევ გავერანებულია, ქვეყანას კი ფული არ აქვს. მთავრობის მუშაობამ აჩვენა, რომ მას არათუ არასწორი, არამედ ქვეყნის განვითარების ხედვა საერთოდ არ აქვს, რაც მხოლოდ იმას გვპირდება, რომ ამ მხრივ მომავალში მეტი პრობლემა გვექნება.

ძირითად პრობლემად ისევ არაკომპეტენტურობა რჩება და ამის გამო მსგავსი სტიქიური უბედურება შესაძლოა სხვა რეგიონებში გაცილებით მძიმე ფორმითაც დაგვატყდეს თავს. მთიანი სოფლები აბსოლუტურად დაუცველია წყალდიდობისგან, ზვავისგან თუ მეწყრისგან. მოსახლეობისთვის გაცხადდა, რომ ის დაუცველია, სამაშველო ოპერაციებისთვის ქვეყანა უსუსურია და რომ მთავრობას არ გააჩნია ქვეყნის განვითარების გეგმა.

მრჩება კითხვა; რით იცავს სახელმწიფო ამ ხალხს ან რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს ხელისუფლება საფრთხეების თავიდან ასაცილებლად?“ - წერს ბურჭულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42