რატომ არ იქნა გამოყენებული სტიქიის ღამეს ვერტმფრენები - გენერალური შტაბის საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 17:29, 23 Jun, 2015     1595

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სტიქიის ღამეს ფრანგული ტიპის ვერტმფრენების გამოუყენებლობის მიზეზებს განმარტავს.

როგორც გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისს შესაბამისი ინფრასტრუქტურული გაფრთხილების სისტემა არ გააჩნია, რამაც ვერტმფრენის ქალაქის პირობებში უსაფრთხო ფრენა უნდა უზრუნველყოს.

„შეიარაღებული ძალები აგრძელებს სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას და ბოლომდე დარჩება იმ ყველა კრიტიკულ ობიექტზე, სადაც პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის საჭიროება იქნება. გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, ამ ეტაპისთვის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობა უკვე მიიღო 2500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ და 90-მდე სპეციალურმა ტექნიკამ.

მიგვაჩნია, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რომელიც შეიარაღებული ძალების საფრენი აპარატების სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას შეეხება:

სამაშველო ოპერაციების საწყის ეტაპზე, 13 ივნისის ღამით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები მოქმედებდნენ ერთადერთი მიზნით - დამატებითი მსხვერპლის თავიდან აცილება და საერთო სამაშველო ოპერაციის დაუბრკოლებელი პირობების შექმნა.

თბილისი თავისი ისტორიული ურბანული განვითარების კუთხით საკმაოდ რთული სტრუქტურისაა და მას შესაბამისი ინფრასტრუქტურული გაფრთხილების სისტემა არ გააჩნია, რამაც ვერტმფრენის ქალაქის პირობებში უსაფრთხო ფრენა უნდა უზრუნველყოს (შუქურები მაღალი შენობების სახურავებზე, საიდენტიფიკაციო ნიშნები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებსა და სხვა საჰაერო საკომუნიკაციო არხებზე - ბუნებრივი აირისა და წყლის მილები). ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროგადამცემი ხაზები ქალაქში დამონტაჟებულია უსისტემოდ, რაც ქმნის სხვასდასხვა ტიპის კაბელებისა და ხაზების „ბადეებს“.

ამასთან ერთად, შეიარაღებული ძალების საფრენოსნო პარკში არსებული ვერტმფრენების როტორის რადიუსი და უსაფრთხოების წესები მოითხოვს დაბრკოლებებისაგან თავისუფალ ზონას, არანაკლებ 25 მეტრის რადიუსით. შესაბამისად, სტიქიის ეპიცენტრში, სვანიძის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობი, ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი და მაღალი ხეები არამარტო ხელს უშლის ვერტმფრენიდან სამაშველო სამუშაოების განხორციელებას ღამით და დიდი ნალექის პირობებში, არამედ შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის ოპერირებას დაბალ სიმაღლეზე, დღისა და თუნდაც, ხელშემწყობ მეტეოპირობებშიც კი.

რაც შეეხება ზოოპარკისა და მზიურის რაიონებს, აქ მთავარ შემაფერხებელ გარემოებებს ელექტროგადამცემ ხაზებთან, დაბალ ხილვადობასთან და ძლიერ წვიმასთან ერთად ხშირი და მაღალი ხეები წარმოადგენდნენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირობებში ვერტმფრენის გამოყენება გამოიწვევდა ეკიპაჟისა და საფრენი აპარატის დანაკარგს, რასაც თავის მხრივ, დიდი ალბათობით მოყვებოდა დამატებითი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და რაიონში მოქმედ მაშველებს შორის. ამდენად, სწორად შეფასდა რისკები და საფრთხეები.

მეორე დღეს, შეიარაღებული ძალების ვერტმფრენებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მოთხოვნისთანავე, ოპერატიულად დაიწყეს სტიქიით დაზარალებული რაიონებისა და საფრთხის შემცველი კერების დაზვერვისა და გამოვლენისთვის საჭირო ფრენების აქტიური შესრულება.

შეიარაღებული ძალები რჩება ყველა რთულ ობიექტზე და აგრძელებს ბუნებრივი კატასტროფის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციაში მონაწილეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42