საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის კუთხით გაუმჯობესება ევრაზიის რეგიონში მხოლოდ ორ ქვეყანაში აღინიშნა – ეს იყო საქართველო, სადაც 2014 წელს პირველად ჩატარდა მერის პირდაპირი წესით არჩევნები და ასევე უკრაინა.
7 ქულიანი შკალიდან, სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 7 ავტორიტარიზმის ნიშანი, საქართველოში დემოკრატიის დონე 4,64 ქულით შეფასდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, უკრაინა და მოლდოვა ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის მოხვდა. რაც შეეხება სრულად დემოკრატიულ ქვეყნებს, ამ ჩამონათვლაში სლოვენია, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიტვა, სლოვაკეთი მოხვდა.
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ავტორიტატული რეჟიმის ქვეყანებად ტაჯიკეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და უზბეკეთი დასახელდა.
კვლევა აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ბალკანეთის 29 ქვეყანასა და 2014 წლის 1-დან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები






