ჯანდაცვის მისნისტრი ასევე აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში ეპიდემიის გავრცელების რისკი ისედაც არსებობდა, ამიტომ მაშველების მიმართ დაწესებული მოთხოვნა დაზიანების შემთხვევაში ექიმისთვის მიემართათ კვლავ ძალაში რჩება.
„ვერეს წყალი არსად არ გამოიყენება სასმლელად. შესაბამისად ამას არ შეუქმნია პრობლემა. რაც შეეხება იმას, რომ წყალი დაბინძურდა, სადაც ადამიანები შედიოდნენ და სამუშაოებს ახორციელებდნენ, ეს არ ცვლის ჩვენი ქცევის პროტოკოლს, რეკომენდაციები, რომ კანის დაზიანების შემთხვევაში მიემართათ ექიმისთვის კვლავ სამართლიანია. დავასუსტებ: ჩვენ ვიცოდით თუ არ ვიცოდით, და ვამობთ, რომ ვიცოდით, რისკფაქტორებს და ქცევის პროტოკოლს არ ცვლის, რადგან სასმელად ვერეს წყალი არ გამოიყენება, მაშველების შიგნით შესვლის დროს კი ისედაც მაღალი იყო კანის დაზიანების შემთხვევაში ინფექციის რისკი,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






