მთავრობას ორიენტაცია რუსულ, არასტაბილურ ბაზრებზე აქვს აღებული - მაჭავარიანი ეკონომიკურ კრიზისზე
პოლიტიკა - 12:32, 23 Jun, 2015     1025
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა, იმ ციფრებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარი-მაისის საგარეო ვაჭრობას ასახავს და პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია.

საქტატის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 25%-ით, იმპორტი კი 9%-ითაა შემცირებული, რაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური უკუსვლა გრძელდება.

„ერთი მხრივ, იმპორტის შემცირება ლარის გაუფასურების ტემპის შემცირების საფუძველია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტი დოლარის - ვალუტის შემოდინების წყაროა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისათვის რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი. საქართველომ შარშან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე ემუშავა, 2015 წლის იანვარ-მაისში, ექსპორტი 242 მლნ აშშ დოლარი იყო - რაც 4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან.

ექსპორტში მინდა გამოვყო რამოდენიმე სასაქონლო ჯგუფი, რომელიც საერთო სურათისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაგაცნობთ მონაცემებს, რომელიც ძალიან შემაშფოთებელია: მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიდან შემოსული თანხა 154 650 მლნ დოლარით შემცირდა და ნაცვლად 242 მლნ დოლარისა, 88 მლნ დოლარი შეადგინა. 60%-ით შემცირდა ღვინის ექსპორტი და 70 მილიონის ნაცვლად, 31 მილიონი შემოვიდა (-38 867მლნ დოლარით ნაკლები). შემცირებულია მინერალური წყლების ექსპორტიც. საერთოდ, ექსპორტი შემცირებულია თითქმის ყველა მიმართულებით. ერთადერთი გამონაკლისი თხილისა და კაკალის ექსპორტია, რომელიც გაიზარდა.

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს მთავრობას ორიენტაცია რუსულ, არასტაბილურ ბაზრებზე აქვს აღებული, რაც არასწორია. ევროპასთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობას სწორედ ევროკავშირის სავაჭრო ბაზრების ასათვისებლად უნდა დაეწყო მუშაობა, რაც სამწუხაროდ არ ხდება.

შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან, ექსპორტი 48%-ითაა შემცირებული.

ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია არც გეგმა და არც სტრატეგია, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. მათი საკითხისადმი ზედაპირული დამოკიდებულება კიდევ უფრო ნათლად ჩანს, თუ გავიხსენებთ დაპირებას, რომ მთავრობა შექმნიდა ექსპორტის წახალისების სააგენტოს, რომელიც როგორც სხვა მრავალი დაპირება, არ შესრულებულა. სააგენტო არ შექმნილა, მთავრობა კი, თავის მხრივ არაფერს აკეთებს ექსპორტის წასახალისებლად, რაც თავისთავად შესაძოლა დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოს ისედაც მყიფე ეკონომიკისათვის.“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42