საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მერიიდან ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვის საკითხს ეხმაურება.
გიორგი ალიბეგაშვილი იმედოვნებს, რომ საქმის ობიექტური გამოძიება მოხდება და პროკურატურა ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
„ეს ალბათ ძიების საკითხია. რაიმე კომენტარის გაკეთება გაჭირდება თუ რა გზით დამტკიცდა ეს პროექტი, რომელიც განხორციელდა და რომელიც სავალალო დღეში აღმოჩნდა. ბუნებრივია, შესაბამისი სამსახურები ამას გამოიკვლევენ, რა დასკვნა იყოს გეოლოგიური, არქიტექტურული და ბუნებრივია აქედან გამომდინარე დასკვნები გაკეთდება“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
გეოლოგიური დასკვნის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ასევე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს რიმა ბერიძეს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვარ კომპეტენტური პირი, რომ გითხრათ იქ იყო თუ არა გეოლოგიური დასკვნა. ამ საკითხებში ჩართულია პროკურატურა და იმედია იტყვიან შედეგს“, - აცხადებს ბერიძე.
მასალის გამოყენების პირობები






