შსს-ს რეფორმის ფარგლებში „ოდეერების“ მანკიერი პრაქტიკის შენარჩუნება იგეგმება - TI
პოლიტიკა - 11:04, 23 Jun, 2015     1115

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". ე.წ. ოდეერების სისტემის გაუქმებას ითხოვს. მათი თქმით ხელისუფლება შსს-ს რეფორმირების მიუხედავად არ ყოფნის პოლიტიკური ნება, რომ უშიშროების ჩანერგილი ოფიცრების პრაქტიკაზე თქვას უარი:

"საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 12 ივნისს განიხილა კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას და ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. კანონპროექტზე კენჭისყრა მომდევნო კვირას უნდა გაიმართოს.

უსაფრთხოების სამსახური სწორედ ის უწყებაა, რომელიც უფლებამოსილი ხდება, დანიშნოს უშიშროების საკითხებში ოფიცრები სხვადასხვა დაწესებულებებში. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტთა პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ რეფორმის ფარგლებში მომზადდა, რომელიც ამ ინსტიტუტის დემოკრატიზაციას ისახავს მიზნად, ხელისუფლებას არ ეყო პოლიტიკური ნება, უარი ეთქვა ძალოვანი უწყებების მიერ უშიშროების ოფიცრების ჩანერგვის ე.წ. „ოდეერების“ მანკიერ პრაქტიკაზე.

ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტური საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა და დღესაც მხოლოდ რიგ საბჭოთა ქვეყნებში გვხვდება. გასული წლიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არაერთი ბლოგპოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა უწყებებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩანერგილ უსაფრთხოების ოფიცრებს, ე.წ. „ოდეერებს“ შეეხებოდა.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და განსაკუთრებით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, შეისწავლოს „ოდეერების“ ინსტიტუტის ლეგიტიმურობის საკითხი, რომელიც ხელისუფლების ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ხელყოფს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასევე მოუწოდებდა პარლამენტს, შეექმნა სპეციალური კომისია ამ საკითხის შესასწავლად.

ამ საკითხს 2013 წლის ოქტომბერში მაშინდელი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს და უახლოეს მომავალში მოახერხებს, უარი თქვა „ოდეერებზე“. 2015 წლის თებერვალში კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ გამართულ ფორუმზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადეს, რომ ინსტიტუტი რეფორმას საჭიროებს.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტი, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, კვლავაც ითვალისწინებს უსაფრთხოების ოფიცრების ჩანერგვას სხვადასხვა სტრუქტურებში."- ნათქვამია ორგანიძაციის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში 12 ივნისს იმსჯელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42