საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წამომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა. თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს დახმარებაზე თანხმობა არ განუცხადებია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.
ზურაბ აბაშიძის თქმით, მას ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დაუკავშირდა.
„დამიკავშირდა და მითხრა, რომ თბილისში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურის კუთხით შემოგვთავაზეს დახმარება. თუ ასეთი დახმარების საჭიროება იქნებოდა, ისინი მზად იყვნენ. ვუთხარით, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს. ამით დასრულდა ჩვენი საუბარი და რამე გაგრძელება არ მოჰყოლია,“-განაცხადა ზურბაბ აბაშიძემ.
ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდმის დაწყების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






