რატომ ყიდდა ახალი მთავრობა სტიქიის დროს აუცილებელ ვერტმფრენებს - SUPER PUMA
პოლიტიკა - 19:15, 22 Jun, 2015     7320
რა სიტუაციაა საქართველოში სატვირთო-სამგზავრო ვერტმფრენებთან დაკავშრებით და რა მიზანს ემსახურებოდა 2012 წლამდე თავდაცვის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის თანახმადაც ,,სუპერ პუმას“ ვერტმფრენები იქნა საფრანგეთიდან შემოყვანილი. რატომ მიიღო 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ და ალასანიას უწყებამ გადაწყვეტილება, რომ ,,სუპერ პუმას“ ვერტმფრენები ეკონომიკის ბალანსზე გადასულიყო და მომხდარიყო მათი გაყიდვა.

ჯერ კიდევ ყაზბეგში, ხოლო ამჯერად უკვე თბილისში დატირალებულმა სტიქიურმა უბედურებამ საზოგადოებაში ვერტმფრენებთან დაკავშირებითაც გააჩინა კითხვები.

ცნობისათვის, საქართველოს სატვირთო-სამგზავრო ვერტმფრენების პარკი შედგება МИ-8, МИ-8 МТ და იროკეზებისგან. რა სხვაობაა მათ შორის და რა უპირატესობა გააჩნია ,,სუპერ პუმას“, რომლის შესახებაც ახალმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ სუპერ პუმა აღარ გაიყიდება. მისი თქმით, შესაძლოა აღნიშნული ვერტმფრენი გადაკეთდეს და სამხედრო ან სამაშველო საქმიანობისთვის იქნეს გამოყენებული.

„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მისაღებია. შესაძლოა ინტენსიურ რეჟიმში ვეცადოთ გაყიდვას, თუმცა არა მგონია იმ ფასად გაიყიდოს, რა ფასადაც ვიყიდეთ, რადგან ძალიან ძვირადღირებულია. გუშინ "ფეისბუქში" გამოქვეყნდა ვერტმფრენის ფოტო, თუმცა ეს ფოტო ამ ორი ვერტმფრენიდან არც ერთის არ არის“, - განაცხადა ხიდაშელმა.

რატომ მიიღო წინა ხელისუფლებამ და მაშინდელმა თავდაცვის უწყებამ ,,სუპერ პუმას“ ყიდვის გადაწყვეტილება და რას ამბობს დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც თავის ინტერვიუებში, მათ შორის ,,ნიუპოსტთანაც“, ხშირად სვამდა ვერტმფრენების და კერძოს ,,სუპერ პუმას“ საჭიროების საკთხს და აცხადებდა, რომ საქართველო რელიეფიდან გამომდინარე ეს არის გადაუდებელი საჭიროება და მისი გაყიდვა დაუშვებელია. შაშკინი ,,ნიუპოსტთან" ამბობს, რომ განსხვავებით ,,სუპერ პუმასგან“, არსებული ვერტმფრენებს არის მუშა, მაგრამ ისინი მაღალ მთაში და ღამით ვერ დაფრინავენ.

,,საზოგადოებისთვის რომ განვმარტოთ, იროკოზე არის ძალიან კარგი ვერტმფრენი, მაგრამ მისი პრობლემა არის რომ მთაში ვერ მუშაობს და ვერ მუშაობს ღამე. МИ-8 არის მუშა ვერტმფრენი მაგრამ ასევე ვერ მუშაობს მთაში და ღამით, МИ-8 МТ არის ასევ მუშა ვერტმფრენი, რომელსაც უფრო მაღალი აქვს ფრენის სიმაღლე, ვიდრე МИ-8-ს, მაგრამ ასევე პრობლემაა მისი ფრენა მაღალ მთაში და პრობლემაა ღმით მისი გამოყენება. მიუხედავად ამისა, არსებობს პრობლემები. კერძოდ, რუსეთმა ჩაგვიკეთა სათადარიგო ნაწილების ბაზარი. ჩვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვახერხებდით სათადარიგო ნაწილების ჩამოტანას აღმოსავლეთ ევროპიდან, მაგრამ ეს მარაგიც ამოიწურა. ვერტმფრენის მოვლასაც აქვს თავისი სპეციფიკა, მანქანისგან განსხვავებით, როცა მას აქვს რაიმე ნაწილი შესაცვლელი, არ შეიძლება აფრინო და მერე შეცვალო. თუ ნაწილებს აქვს ვადა, რომ დღეს უნდა გამოიცვალოს, ვერტმფრენი არ უნდა აუშვა ჰაერში, რადგან ეს არის თვითმკვლელობის ტოლფასი. აქედან გამომდინარე, რადგნა იყო მსგავსი სახის პრიბლემები - რადგან იყო სათადარიგო ნაწილების პრობლემა და იროკეზე ვერ დაფრინავს მთაში და ვერ დაფრინავს ღამით, მიღებული იყო ძალიან სწორი და მნიშნელოვანი გადაწყვეტილება - საფრანგეთში იყო შეკვეთილი ,,სუპერ პუმები“ იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სამაშველო ოპერაციების სწრაფად ჩატარება, შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანური რესურსის გადასროლა ერთი წერტილიდან მეორეში. აღნიშნული ვერტმფრენები ჩამოვიდა 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და იყო თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. ამ ვერტმფრენების მთავარი სიკეთე არის ის, რომ ,,სუპერ პუმა“ დაფრინავს ღამით და დაფრინავს მაღალ მთაში, რაც ძალიან მნიშნელოვანია საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე“ - აცხადებს შაშკინი.

მისი თქმით, შეცდომა იყო, როცა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თავდაცვის უწყებამ ,,სუპერ პუმა“ ეკონომიკის ბალანსზე გადაიყვანა და მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

,,ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი ისტერია თავდაცვის სამინისტროში უკავშირდება, აი ამ ,,სუპერ პუმებს“. ეს ვერტმფრენები არის საფრანგეთში წარმოებული და ბუნებრივია, რომ მისი სალონი ბევრად უკეთესია, ვიდრე МИ-8-ს. ეს იგივეა რომ შეადარო მერსედესი და ნივა, ან ზაპოროჟეცი. სალონის სიკარგე არანაირად არ ცვლის მის მნიშვნელობას გამოყენების თვალსაზრისით. ამ ისტერიას მოჰყვა ის, რომ თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ არ სჭრდება ეს ვერტმფრენები და იყო გადაცემული ეკონომიკის სამინისტროზე“ - აცხადებს ყოფილი მინისტრი.

დიმიტრი შაშკინი დღევანდელი მინისტრის გადაწყვეტილებას სწორს, მაგრამ დაგვიანებულად აფასებს. შაშკინი იმასაც განმარტავს, თუ რატომ ვერ შეძლებდა თბილისის სტიქიის დროს МИ-8 და იროკეზები ადგილზე ღამით მუშაობას.

,,ეხლა როცა იყო სტიქიური უბედურება და ისმოდა კითხვა, სად არის ვერტმფრენები, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იროკეზე ვერ იმუშავებდა ღამე უბრალო მიზეზის გამო, კერძოდ, პილოტს უნდა გაეკეთებინა თავზე ღამის ხედვის აღჭურვილობა და ასე დამჯდარიყო ვერტმფრენში, რაც სასტიკად აკრძალულია, განსკაუთრებით ქალაქში, აქ არის ძალიან მაღალი რისკი კატასტროფის. МИ-8-ც ღამით ვერ აფრინდებოდა, მისი ხედვის დიაპაზონი არის იროკეზეთან შედარებით კიდევ მცირე. ამდენად, ერთადერთი რასაც შეეძლო ემუშავა იყოს ,,სუპერ პუმები“, რომელიც სამი წელია დგას, არ მუშაობს, რომელშიც გადამხდელები იხდიან ამორტიზაციის ფულს, ამას ემატება ის პრობლემა, რომ მფრინავებმა რომლებიც მართავდნენ იროკეზებს, გაიარეს სპეციალური სწავლება, შესაბამისად, მათ ვისაც ეხლა მოუწევთ ,,სუპერ პუმას“ მართვა, უნდა გაიარონ სპეციალური გადამზადება. ამიტომ, კიდევე ერთხელ ხაზს ვუსვამ - პირველი ზარი იყო ყაზბეგში, როცა ჩამოწვა მეწყერი. ჩვენ მაშინვე დავინახეთ, რომ МИ-8-ს და იროკეზეს მფრინავებს, რომლებიც დაჯდა ყაზბეგში, ეტყობოდათ, რომ სერიოზულ პრობლემებს აწყდებოდნენ ამ ვერტმფრენებით ჩასვლის დროს. მაშინ მე დავსვი შეკითხვა - სად არის სუპერ პუმები? სამთავრობო ტროლებმა ააფეთქეს ინტერნეტი იმის გამო თუ როგორ გაბედა შაშკინმა და დასვა შეკითხვა ,,სუპერ პუმებზე“. დღეს უკვე ხალხი სვამს კითხვას - სად არის ეს ვერტმფრენები?! გამოდის თავდაცვის მინისტრი და ამბობს, რომ თურმე სამი წელი ვყიდიდით ვერ გავყიდეთ და ეხლა უნდა დავაბრუნოთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამის ექსპლუატაციაში დაბრუნება ღირს დიდი ფული, არის დაკავშირებული დროსთან, დადგება პილოტების გადამზადების საკითხი და ა.შ. თუ ეს შეცდომა იყო, სამი წლის მანძილზე სად იყვნენ?

სამწუხაროდ დაგვიანებულია და იმ ადამიანებს ვეღარ ვუშველით, ვინც დაიღუპნენ, მაგრამ გამოსავალი არის ერთი, რომ სასწრაფოდ დაბრუნდეს თავდაცვის სამინისტროში და მოხდეს გადამზადება პილოტების, რომელიც ვიმეორებ დროსთან არის დაკავშირებული, დაგვიანებულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. ანდაზას, რომ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს - აქ ვერ გამოვიყენებთ, რადგან მსხვერპლი მივიღეთ ჩვენ ადამიანური, მაგრამ როცა პირველი ზარი იყო ყაზბეგში, მაშინ უნდა ეფიქრათ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დამდგარიყო“ - აღნიშნავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42