"ბიჭს დედისთვის დაურეკავს, რაღაც მაქვს შენთვის სათქმელიო"-რას ყვებიან ვაკის ტრაგედიაზე მეზობლები
პოლიტიკა - 14:15, 22 Jun, 2015     31632

20 ივნისს , ვაკეში , 16 წლის მოზარდმა 40 წლის დედას ყელი გამოჭრა, თავად მე-10 სართულიდან გადმოხტომა და ტვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი ქალბატონი გადარჩა, მის შვილი თვითმკვლელობისგან ახლობლებმა და სამაშველო სამსახურმა იხსნა.

როგორც გაზეთი „ქრონიკა“ წერს აღნიშნულ მისამართზე ამ მოზარდის ბებეია ცხოვრობს. შვილიშვილი მასთან ხშირად მოდიოდა და იქ რამდენიმე დღე რჩებოდა. მეზობლების განცხადბეით ახალგაზრდას, სავარაუდოდ , ფსიქიკური გადახრები ქონდა. ერთი მეზობლის თქმით 12 წლისამ მოულოდნელად ძალიან სწრაფად დაიწყო გაზრდა, ტანის აყრა და პრობლემებიც ამის მერე გაუჩნდა.

ბებიის მეზობლები ამ მოზარდს სხვა მხრივ დადებით ახასიათებენ, ამბობენ რომ უკონფლიქტო ახალგაზრდაა, ბებიასთან ხშირად მიდიოდა, რჩებოდა, არ სვამდა და არავის აწუხებდა. თუმცა , ერთმა მეზობელმა განაცხადა, რომ ბიჭი სინთეტიკურ ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, რამაც მის ფსიქიკაზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა.

ასევე მეზობლის თქმით, ბოლო პერიოდში ბიჭს დედასთან დაძაბვია ურთიერთობა და სახლში აღარ მიდიოდა. დანაშაულის დრეს მას დედისთვის დაურეკავს და უთქვამს, სასწრაფოდ მოდი აქ, რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი და დღესვე უნდა დავამთავრო ყველაფერიო, დედა და მამა ერთად და სასწრაფოდ მოსულან დედის ბიძაშვილ მამაკაცთან და ორ შვილთან , დანაშაულში ბრალდებულის 4 და 12 წლის ძმებთან ერთად. უცნობია, რა მოხდა მათი მისვლის შემდეგ სახლში, იქიდან ხმამაღალი ლაპარაკი არავის გაუგია. მეზობლებმა მოულოდნელად კივილის ხმა გაიგეს და საშველად ლიანა მოცელიძის სახლს მიაშურეს . იქ მათ სისხლში მოცურავე ქალი დახვდატ და აივანზე გასული ახალგაზრდა დახვდათ , რომელიც გადახტომას ლამობდა.

მეზობვლები აცხადებენ , რომ მიუხედავად სავარაუდო ფსიქიკური პრობლემებისა, ახალგაზრდა სკოლაში დადიოდა, ძალიან მეგობრული ადამიანია და მეგობრებს ძალიან უყვართ. ერთმა მეზობელმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ ბიჭს ამ ტრაგიკულ დღემდე არა თუ სხვისი მოკვლა ან ადამიანზე სხვა სახის ძალადობა არ უცდია, არამედ აგრესიაც კი არავის შეუნიშნავს. თუმცა, ამბობენ, რომ შედარებით კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, მხოლოდ რამდენიმე მეგობარი სტუმრობდა და მათთან ერთობოდა, თავად კი არცთუ ხშირად გადიოდა სახლიდან - წერს გაზეთი „ქრონიკა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42