თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველომ ვარშავის სამიტზე MAP-ი უნდა მიიღოს და აღნიშნულ მოთხოვნის ნაწილში მთავრობა არ აპირებს ტონი შეარბილოს.
როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე ნატო-სთან ურთიერთობაში.
„ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, რომ მიიღოს პასუხი როგორც MAP-ზე, ისე გაწევრიანებაზე. გენერალურ მდივანსაც ვუთხარი, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, ზუსტად იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იბრძვის მაქსიმალური შედეგისთვის. საქართველო იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, რომ გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე ნატო-სთან ურთიერთობაში. ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP-ი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში. თუ საქართველოს MAP-ი არ მისცეს, ეს გაზრდის ნიჰილიზმს და სკეპტიციზმს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






