მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა გოგა ხაჩიძის თხოვნით გადადო
პოლიტიკა - 12:53, 22 Jun, 2015     1311
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, ინიციატორის თხოვნით გადადო.

როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის აპარატში განუცხადეს, პროექტის განხილვა თავად გოგა ხაჩიძის თხოვნით უკვე მეორედ გადაიდო. ამჯერად კანონპროექტის განხილვის გადადება დეპუტატმა მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მოითხოვა.

შეგახსენებთ, კანონპროექტის თანახმად, კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, არ უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაშიც, რადგან აღნიშნული ქმედება სისხლისსამართლებრივად საშიში არ არის.

ამასთან, დეპუტატი კანონმდებლებს სთავაზობს, მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის შემცირებას 500 ლარიდან 100 ლარამდე, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 300 ლარამდე შემცირებას. გარდა ამისა, კანონპროექტის შესწორებები ითვალისწინებს 15-დღიანი ადმინისტრაციული დაკავების გაუქმებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42