სებ-ის პრეზიდენტი არ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ქადაგიძემ მას ქართუ ბანკის გაკოტრების მცდელობაში მონაწილეობისთვის ბოდიში მოუხადა. სავალუტო ფონდამ კი სთხოვა ქადაგიძე არ დაესაჯა.
“ჯერ იყო ბოდიში, მერე იყო სავალუტო ფონდის თხოვნა და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ დანაშაულის პატიებს მომხდარიყო? რა თქმა უნდა, ეს არასერიოზულია. ქართუ ბანკთან დაკავშირებთ ჩვენ ივანიშვილთან გვაქვს ჯამში ნასაუბრები ალბათ 30 წამის განმავლობაში და სულ ეს არის, რის თქმაც შემიძლია... საერთოდ, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ბოდიშის მოხდაში, ამას ხშირად ვაკეთებ ხოლმე... მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ”- განაცხადა ქადაგიძემ. მისი თქმით ეს თემა ხელისუფლებამ პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით წამოწია.
„40-მდე ადამიანს აქვს წაყენებული ბრალი. არასდროს, არც გამოძიების ეტაპზე, არც სასამრთლო განხილვის ეტაპზე, ეროვნული ბანკი არ ყოფილა ამ საქმის ფიგურანტი. ერთადერთი მიზანი ამ საქმის წამოწევის არის ეროვნული ბაკის დისკრედიტაცია ერთადერთი მიზანი არის ზოგადად იმ კამპანიის განხორციელება, რაც ბრალდებებთან ერთად ხორციელდება.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ და სახელმწიფომ უნდ გამოიჩინოს გამბედაობა და სადაც არ არსებობს მტკიცებულებები და საერთოდ არ არის დანაშაულის ნიშნები უნდა თქვას, რომ საქმე არის დახურული, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჩვენ ავთქვიფავთ რელურად დაზარალებულ ადამიანებს ავანტიურისტების ჯგუფთან და პილიტიკური კონიუქტურით ნაკარნახევ საქმეებთან ეს პროცესი სამართლიანობის აღდგენის დისკრედიტაციას განიცდის,“- აღნიშნა ქადაგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






