დავით ნარმანიამ ახალდაბაში სტიქიით დაზიანებული ადგილები დაათვალიერა
პოლიტიკა - 10:50, 22 Jun, 2015     1038

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ახალდაბაში სტიქიით დაზიანებული ადგილები მოინახულა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ახალდაბაში უკვე აღდგენილია საავტომობილო გზა, დასრულებულია ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის საჭირო სამუშაოები და მოსახლეობა მას ხვალიდან მიიღებს, 2-3 დღეში აღდგება წყლის მიწოდებაც, ხოლო დაზიანებული ელექტროკაბელების გამო ელექტროენერგია ადგილობრივებს გენერატორების მეშვეობით უწყვეტად მიეწოდება. თბილისის მერის განცხადებით, უკვე დაწყებულია შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება, რათა დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება გაეწიოს.

"ახალდაბაში სტიქიამ ერთი სახლი დაანგრია. გვინდა, ეს ოჯახი ჩვენი განსახლების გეგმაში მოვახვედროთ, რათა მათ ზიანი აუნაზღაურდეთ. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოსახლეობა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს. იმ სახლებს, რომელთაც დაზიანებები აქვთ მიღებული, გავამაგრებთ. უკვე დავიწყეთ დოკუმენტაციის შეგროვება, რომ დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერთან ერთად ახალდაბაში ვაკის რაიონის გამგებელიც იმყოფებოდა. ლაშა აბაშიძის თქმით, მოსახლეობა სასმელი წყლითა და საკვებით მარაგდება. "სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ოპერატიულად და ინტენსიურად მიმდინარეობს. ვიდრე გზა ჩახერგილი იყო, მოსახლეობას საკვები პროდუქტებით ვერტმფრენებითა და შემოვლითი გზით ვამარაგებდით. ახლა გზა გახსნილია, თუმცა, მათ მომარაგებას მაინც ვაგრძელებთ. სულ მალე მოსახლეობას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებაც აღუდგება", - განაცხადა ვაკის გამგებელმა.

ახალდაბაში მუშაობას აგრძელებს ტექნიკაც. 13 ივნისის სტიქიის შედეგად სოფელში გზა ჩაიკეტა, ერთი სახლი სრულად დაინგრა, ხოლო რამდენიმე - დაზიანდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42