,,ჩვენ ჩვენი კანუდოსის შენება დავიწყეთ დედაჩემო... გჯეროდეთ, ჩვენ მზიურის თაობა ვართ!“
სოც.მედია - 23:31, 21 Jun, 2015     3669

თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების შემდეგ ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც ტრაგედიის ადგილებს შიშველი ხელებით შეესივნენ და თავჩაუხრელი იხდიდნენ თავიანთ ვალს საკუთარი ქვეყნის წინაშე. ,,მზიურის თაობა“, რომელმაც თავისი კანუდოსის შენება დაიწყო - ეს სიტყვები ერთ-ერთი მოხალისის გიორგი სარალიძის წერილიდანაა, რომელიც მან ტრაგედიის დღეებში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

ახლა ვინმემ რომ იკითხოს: რა გითხრათ, რით გაგახაროთ-ო, მზიურელი ვარ-თქო ვეტყვი და მორჩება ყველაფერი.

დღეში ასჯერ მირეკავს დედაჩემი. ერთადერთი შვილი ვყავარ, სიმწრით გაზრდილი, როგორც იტყვიან ხოლმე. არიქა ინფექცია არ შეგეჭრას, ძალიან მძიმეებს ნუ აწევ, არ გაცივდე, მზემ არ დაგკრას მმოძღვრავს, შორიდანაც მეფერება და მიცავს. მე ვბრაზდები და ირგვლივ ვიყურები. მერე წამით ვგრძნობ, რომ ყველა ჩვენგანს ელოდება სახლში მოქოთქოთე დედა, რომელიც სიამაყენარევი ქოქოლით მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს სიფრთხილისკენ.

ისე კი მინდა, გითხრა, დედაჩემო, რომ მე იქ ვარ ყოველდღე, სადაც უნდა ვიყო. პატარ-პატარა მზეები აგვიფეთქდა ჩემს ტოლებს გულებში და ახლა, თუ ვინმეს უნდა მზიანი საქართველოს ნახვა, ჩვენთან მოდით მზიურში. მეტი რა უნდა ვთქვა, რაც დაიწერა ყველაფერი მართალია.

ძნელი ყოფილა კანუდოსი, ძალიან ძნელი. უფრო ძნელი კი მიწა ყოფილა. ებრძვი, გევრძვის, გღლის, ნერვებს გიწამლავს, მაგრამ ადამიანი რის ადამიანია, სიკვდილის გარდა ყველაფერს არჯულებს. ჩვენც მოვარჯულეთ დედაჩემო მიწა. ტალახში ჩაფლულები ვფუსფუსებთ და გვიხარია, ნამდვილი ტალახი რომ გვახმება სახეებზე და არა ის არაადამიანური სიბინძურე, გულგრილობა რომ ქვია და დიდი ხანია გვჭირს მთელ ერს. როგორ უნდა მივატოვო ყველაფერი, ჩემი თვალით ვნახე, კაფანდარა გოგო ჟანგბადის ბალონით იყო მოსული და ჩვენზე არანაკლებ შრომობდა. ვიღაცამ ოჯახის წევრები გაატანა ვერარეჩკას, მაგრამ დღემდე ჩვენს გვერდითაა, ვიღაც დაიღალა, მაგრამ მაინც ებრძვის სტიქიას, ვიღაცას შია, მაგრამ არ იმჩნევს, ვიღაცას მოწევა უნდა, მაგრამ მეც რომ მინდა იცის და დატოვებულ ღერსაც მიყოფს.

ამის მერე მართლა მჯერა, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს. ვიღაცის პოსტი ვნახე ამასწინ, დოჩანაშვილს ლანძღავდა: ასეთი სიუჟეტი გააფუჭა ამ ფრაზითო. მე კი გეტყვით, რომ თუ ვინმეს ამაში ეჭვი გეპარებათ, მოდით მზიურში. აქ მივხვდით თითოეული მოხალისე, რომ თურმე ყველას გვქონია ჩვენი ქალაქი, ოღონდ აქამდე არ ვიცოდით, ახლა მივხვდით და არ ვამხელთ, უსიტყვოდ, ოფლით, სისხლით, თანადგომით, გადაღლილი მზერით და უგულწრფელესი ღიმილით გამოვხატავთ. ყველა ვაშენებთ ჩვენს წილ თეთრ, ტალახის სახლებს გულებში და ის ვერარეჩკა გუშინ დედაბუდიანად რომ ამოგვაგდო, ახლა კანუდოსის მაცოცხლებელი მდინარეა, რომელიც გვახსენებს, რომ კაცის გული ისეთივე მოუხელთებელია, როგორიც ეს გადარეული მდინარე და როცა ნიჰილიზმის ჯებირებს დალეწავს ყველაფრის წალეკვა შეუძლია, ყველაფრის.

ჩვენ ჩვენი კანუდოსის შენება დავიწყეთ დედაჩემო და ღმერთმა არ ქნას ამ ბრძოლაში დავმარცხდეთ და არც დავმარცხდებით. მე კი შენც და შენ ტოლებსაც მიწამდე დაგიხრით თავს და მადლობას გადაგიხდით ყველაფრის ფასად აქმადე რომ მოგვიტანეთ, მალე სულ მალე კი ჩვენ წავიღებთ ჩვენს წილ წასაღებს, ჩვენ ვიტვირთავთ ჩვენს წილ ტვირთს.

ლაფში ამოსვრილი მზიურის გაწმენდა თუ შიშველი ხელებით მოვახერხეთ, გაუტანლობაში ამოსვრილი ქვეყნის გაწმენდასაც შევძებთ და გევედრებით, უბრალოდ გჯეროდეთ, გჯეროდეთ ჩვენი. ჩვენ "მზიურის თაობა" ვართ.

:))))))) გენაცვალეთ ჩემო მოხალისეებო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42