,,სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში ახალგაზრდების უანგარო აქტიურობამ მრავალმხრივი შეფასება ჰპოვა. ზოგჯერ გადაჭარბებულიც. ენთუზიაზმი ქართველებს ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ეს ცოტათი სხვანაირია. არც პარტიების მიერ არის მართული და არც ტრადიციული ქალაქურ-პატრიოტული იდეოლოგიითაა ნასაზრდოები. უბრალოდ, ვინმეს დაძახების გარეშე, უპრეტენზიოდ აკეთებენ საქმეს.
შრომობენ ჩვეული ზედმეტი პათოსის გარეშე. პათოსურობით ხელისუფლებას თუ შეაქვს დისონანსი, მაგრამ ეს მაინც აშკარად თვალშისაცემი არ არის. ახალგაზრდობაც მრავალფეროვანია-ქართველებთან ერთად განსხვავებული ეროვნებისა თუ რასის ადამიანებიც გამოხატავენ მხარდაჭერას. მათი მობილიზებისათვის არ გამხდარა საჭირო ქალაქურ-ჯიგრულ-თბილისური რიტორიკის გამოყენება. ჯიგრები და მოძველბიჭო პატრიოტები სადღაც გაქრნენ.
ეს სამოქალაქო საზოგადოების განსხვავებული ყლორტებია.
კიდევ ბევრ სხვანაირს ვნახავთ!
ვვითარდებით ნელ-ნელა!“ - წერს რომან გოცირიძე
მასალის გამოყენების პირობები






