საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრატისლავაში დასრულდა
პოლიტიკა - 14:20, 21 Jun, 2015     975
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბრატისლავაში დასრულდა. გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის დედაქალაქში ყოველწლიურ გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა. სახელმწიფოს მეთაურმა ვიზიტის ფარგლებში ევროპის ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა და ქართულ-სლოვაკურ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა მიიღო.
ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ მედიასთან GLOBSEC-ის ფორუმში ქართული მხარის მონაწილეობის მნიშვნელობა შეაფასა.

„პირველ რიგში მსურს ხაზი გავუსვა იმ განწყობას, რომელიც საქართველოს მიმართ ჩვენს მეგობარ ქვეყნებშია. ყველამ გულთან ახლოს მიიტანა თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურება და მხადაჭერა და დახმარება აღგვითქვა.
ასეთი ფორუმი საქართველოს უსაფრთხოების სიღრმისეული განხილვის საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩვენ შევძელით, რომ საქართველოს თემატიკა ყოფილიყო აქტუალური და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე შინაარსობრივად და საფუძვლიანად ესაუბრათ მსოფლიო ლიდერებს.
გარდა ამისა ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ნატო-ს დამფუძნებელი ქვეყნების ლიდერებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ასევე შეერთებული შტატების სენატორთა დელეგაცია, განგვეხილა საქართველოს უსაფრთხოება და ამ საკითხზე გააქტიურებული დიალოგის აუცილებლობა.
ჩვენ ასევე აქტიურად ვიმუშავეთ და ვიმსჯელეთ, ნატო-ს შედარებით ახალი წევრი ქვეყნების ლიდერებთან. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები განსაკუთრებით კარგად იაზრებენ საქართველოს როლს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში, და გარდა იმისა, რომ არიან ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერები, ვმუშაობთ იმაზეც, რომ ამის პარალელურად ისინი გახდნენ საქართველოს ძალიან აქტიური ადვოკატები როგორც ნატო-ს, ისევე ევროკავშირის ფორმატებში.
აგრეთვე გვქონდა შესაძლებლობა ფორუმის ფარგლებში გვქონოდა სამუშაო შეხვედრა სლოვაკეთის პრეზიდენტთან. ეს იყო ვიზიტი, რომელიც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას. მე ბატონი პრეზიდენტი საქართველოში მოვიწვიე. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ბიზნეს-ფორუმი, რომელიც ამ პროცესების პარალელურად გაიმართა, ახალ ხელს შეუწყობს ბიზნესთანამშრომლობისა და ურთიერთობის გააღრმავებას ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან სლოვაკეთი, ხორვატია, მონტენეგრო. ამ ქვეყნებთან გვაქვს თანამშრომლობის ძალიან საინტერესო პოტენციალი, რომლის ათვისებაც ჩვენს მიზანს წარმოადგენს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირი ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოში დღეს დაბრუნდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42