თამარ სანიკიძე საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა
პოლიტიკა - 11:35, 21 Jun, 2015     881

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა მარკ ატკინსონმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ინსტრუმენტების ექსპერტიზა დაასრულა. ექსპერტი უკვე შეხვდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს და სამუშაო შეხვედრების შედეგები გააცნო. მასწავლებელთა ეფექტიანობის შეფასების სისტემის ექსპერტის - მარკ ატკინსონის შეფასებით, სქემა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

„იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც უკვე შემუშავებულია და პილოტისთვის მზად არის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ეს ყოველივე დაეხმარება მასწავლებლებს გაკვეთილების უკეთ დაგეგმვაში, ინტერაქტიული მეთოდების დახვეწასა და საგნის სწავლების მაღალი სტადარტების დანერგვაში, რათა თქვენი მოსწავლეები კონკურენტუნარიანები გახდნენ მსოფლიოს მასშტაბით.“ - აცხადებს მარკ ატკინსონი.

მინისტრის განცხადებით, მარკ ატინსონი ჯერ კიდევ სქემის კონცეფციის შემუშავების დროს იყო პროცესში ჩართული და ექსპერტის მხრიდან ასეთი მაღალი შეფასება არის კიდევ ერთი გარანტია იმისა, რომ მოსალოდნელი შედეგი მიიღწევა. მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ერთხელ, არამედ მიმდინარე რეჟიმში მოხდეს სქემის განხილვა და კარგად დამუშავდეს დეტალები.

განათლების ტექნოლოგიებისა და განათლების პოლიტიკის ექსპერტი მარკ ატკინსონი საქართველოში 15 ივნისს ჩამოვიდა. მან ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში სქემის ძირითადი ინსტრუმენტების დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა. სქემის წარმატებით დანერგვის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ პროცესის და შედეგების შეფასება 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაშიც განხორციელდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42