მარგველაშვილი - რუსეთი მეზობელ ქვეყნებს თავის ტერიტორიულ საკუთრებად განიხილავს
პოლიტიკა - 11:14, 21 Jun, 2015     1488

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრატისლავაში, GLOBSEC-ის ფორუმის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

სესიაზე სახელწოდებით „რყევის ზონა: ევროპის სამეზობლო სტრატეგია“ მარგველაშვილმა საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებულ ვითარებაზე, ევროპისათვის ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტიუს განცხადებით,, ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე.

„რუსი პოლიტიკოსები ძალიან მკაფიო მესიჯს აგზავნიან: ძირითადად საუბარია მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის დამოკიდებულებაზე. იგი მათ განიხილავს, როგორც თავიანთ „ტერიტორიულ საკუთრებას,“ სადაც სამხედრო ძალების გამოყენების გზით მკაცრი მოქმედების უფლება აქვს და რეაგირებას ახდენს ამ ქვეყნებში ნებისმიერი სახის დაძაბულობაზე, რაც არა მხოლოდ ხელს უშლის საკითხის გადაწყვეტას, არამედ უფრო მეტ პრობლემებსა და საფრთხეებს უქმნის რეგიონის მომავალს; მეტიც, სირთულეები მოაქვს თავად რუსეთისთვისაც.

არავინ იცის სად წარმოიქმნება პრობლემა მომავალში, მაგრამ გვაქვს პოტენციური საფრთხეების გაცხადებული არეალი. ვიცით რუსეთის პოლიტიკის შესახებ, რომელიც საუბრობს „პრივილეგირებულ ინტერესთა ზონა“-ზე და აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე, მას უფლება აქვს პირველმა მოახდინოს რეაგირება და იყოს ეფექტური და ქმედითი. როდესაც განვიხილავთ „პრივილეგირებულ ინტერესთა“ აღნიშნულ სივრცეს, ვხედავთ, რომ ეს არის ევრაზიული კონტინენტის ნახევარი - რუსეთის სამეზობლო. აქამდე არსებული მაგალითები გვიჩვენებს, რომ თუ არსებობს რაიმე სახის პრობლემა, სირთულე, არასტაბილურობა, შიდა თუ გარედან პროვოცირებული, მაშინ რუსეთი პირველი რეაგირებს; ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ პროგნოზებზე, რუსეთის ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში გარკვეული დაძაბულობის შემთხვევაში, თქვენ უკვე შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს დიდ პრობლემაში გადაიზრდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42