მოხალისის წერილი პრემიერს: ,,ყველანი გმირები არიან და ჩინ-მედლები არ არის საჭირო...“
სოც.მედია - 20:59, 20 Jun, 2015     6511
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომ ცხელ წერტილში მომუშავე ჟურნალისტების და მოხალისეების დაჯილდოვდნენ, გამოხმაურება მოჰყვა ამჯერად მოხალისეების მხრიდან. ერთ-ერთი გოგონა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრს წერილით პასუხობს.

,,Irakli Garibashvili ბატონო პრემიერო

მინდა გამოვეხმაურო თქვენს ინიციატივას სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეების დაჯილდოვების თაობაზე.

13 ივნისის ტოტალურმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო გააერთიანა. ეს იყო უმძიმესი დღეები, რომელმაც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა.

ჩვენ ერთად დავინახეთ ის ახალგაზრდები რომლებიც ყოველგვარი დანტერესების გარეშე აკეთებნენ იმას რასაც აკეთებდნენ...

ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ვყოფილიყავით სტიქიის ზონაში, რადგან ეს ჩვენი ბუნებრივი მოვალეობა იყო!

ჩვენ ვართ თაობა , რომელიც ვერ იტანს სხვადასხვა ნიშნით დაყოფას და დანაწევრებას...

ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებასაც ეჭვის თვალით გვიყურებდნ, და ვერც გვამჩნევდნენ....

ჩვენ, რომლებიც შიშველი ხელებით ვაცლიდით ლოდებს ერთმანეთს ....

ჩვენ, რომლებიც ნიჩბების გარეშე, ვცდილობდით სახლების გაწმენდას ...

იქ არ იყვნენ გამორჩეული ტიპები, გმირები თუ არაგმირები!

იქ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებდით ჩუმად თუ ხმამაღლა....

იქ იყო ათასობით ახალგაზრდა, რომელიც ტალახში დათხვრილი და მშიერი მუშაობდა...

გმირები არიან? !

რათქმაუნდა ყველა ის გოგო - ბიჭები, დიდები და პატარები, ჯარისკაცები, ლამბერჯეკები, საყურეებიანი ბიჭები, ფერადთმიანი გოგოები, როკერები, ბაიკერები, ქოცები და ნაცები. სპორცმენები, მსახიობები, მოცეკვევეები, ფოტოგრაფები,ათეისტები და მორწმუნეები, აზიელები და ევროპელები, თეთრები თუ ფერადკანიანები,მსუქნები და გამხდერები, ნიჩბებით თუ ნიჩბების გარეშე. რომელთა ჩამოთვლაც ზალიან შორს წაგვიყვანს! გმირები არაინ!

იქ იყვნენ უბრალო ადამიანები დიდი გულებით , რომლებსაც სტკიოდათ და განიცდიდნენ.

დიახ, ყველა ვინც იმ საბედისწერო ღამეს და შემდეგ დღეებში ქუჩაში გამოვიდა ყველანი გმირები არიან.

ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრჭყვიალა საჩუქრები, ჩინ - მედლები და ჯილდოები არ არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებით ჩვენი ქალაქისთვის. როგორც თქვენ, თქვენს გუნდთან ერთად აკეთებდით თქვენს საქმეს...

ამიტომ აღარ გვინდა ისევ დაყოფა და დახარისხება....

ჩაივლის ეს მძიმე დღეები და უმჯობესია ყველამ ერთად ვიზრუნოთ ვერეს თაობის შენარჩუნებაზე....

პატივისცემით...“ - წერს მოხალისე გოგონა ნინი სალუქვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42