შს მინისტრმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე სამუშაოები დაათვალიერა
პოლიტიკა - 20:36, 20 Jun, 2015     1611

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად „მზიური“-ს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მინისტრმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები დაათვალიერა, რომლებსაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები ახორციელებენ.

მინისტრმა დღევანდელ სამუშაოებზე ისაუბრა: „რაც შეეხება დღევანდელ სამუშაოებს, დღეს 1500 კაცამდეა ჩართული, მოქალაქეები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მათგანს. სადღაც 800 კაცამდე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, იქ არის მაშველები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ობიექტების დაცვა, მთლიანად დაცვის პოლიცია. ისინი იცვლებიან რა თქმა უნდა ყოველ დღე, ცვლებით მუშაობენ. ხელით სამუშაო ძალიან მცირე დარჩა, მცირე მასა დარჩა და არის უფრო ტექნიკით სამუშაო. აქედან გამომდინარე კრიზისების საბჭოში განიხილეს და უნდათ, რომ უკვე გადაერთვნენ ტექნიკით მუშაობაზე. საძიებო სამუშაოებში მაშველები ჩართულები იქნებიან აუცილებლად, და ეს მოქალაქეები, ე.წ. მოხალისეებს რომ ვეძახით, ნელ-ნელა გამოვიყვანოთ“.

ვახტანგ გომელაურმა ასევე სტიქიის ზონიდან მოქალაქეების გამოყვანაზე განმარტება გააკეთა: „როგორც კი სიგნალი შემოვა ხოლმე, რომ მეწყერი ჩამოწვა, არის ხოლმე ძალიან პატარა მასა, ერთი კუბიც რომ ჩამოიშალოს გზაზე, მოქალაქეები რეკავენ „112“-ში, რომ გზაზე ჩამოიშალა მიწა. აქედან გამომდინარე ჩვენ უსაფრთხოების მიზნით პრევენციას ვატარებთ და გამოგვყავს ეს ხალხი. გარისკვის უფლება არ გვაქვს და არც უნდა გავრისკოთ. იგივე აქედანაც თუ რამე საფრთხეა ხოლმე სათავესთან, გეოლოგები მუშაობენ, ასევე სინოპტიკოსები და გვეუბნებიან, რომ შეიძლება იყოს რაღაცა დონის 10%-იანი საფრთხე, თუმცა არ ვრისკავთ ჩვენ და მაინც გამოგვყავს. ეხლაც გამოიყვანეს. როდესაც წვიმა მოდის ხოლმე, ავტომატურად გვაფრთხილებენ და ვაჩერებთ ხოლმე“.

შს მინისტრმა დღეს გორში და წეროვანში ცხოველის საძიებო სამუშაოებზეც ისაუბრა:
„გორში არ დადასტურდა. მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ ინიციატორს, ვინც დარეკა. ასევე იყო წეროვანთან, მისადგომებთან, ვეფხვზე იყო საუბარი. ჩართული იყო ვერტმფრენები, ჩართულები იყვნენ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, რამდენიმე ათეული. მთელი სოფელი გადაამოწმეს სარდაფებით და მიტოვებული შენობებით, არაფერი არ აღმოჩნდა იქ. კვალიც ნახეს და მონადირეებმა და ექსპერტებმა არ დაადასტურეს. დიდი ზომის ძაღლზე უფრო ფიქრობენ და არა ვეფხვზე. ეხლაც იქ არიან და მუშაობენ, სავარაუდოდ ამთავრებენ როგორც მე ვიცი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42