უწყებათაშორისმა კომისიამ თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე გზის აღდგენაზე იმსჯელა
პოლიტიკა - 15:47, 20 Jun, 2015     806
თბილისის მერიაში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისმა კომისიამ ვერეს ხეობის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერსპექტივები განიხილა. თბილისის მერმა და მთავრობის წევრებმა სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს ვერეს ხეობის უსაფრთხოებისა და თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი გზის შესაძლო აღდგენის შესახებ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ექსპერტები საკითხზე დეტალურ წინადადებებს მომდევნო კვირაში წერილობით წარმოადგენენ.
გარდა ამისა, შეხვედრაზე თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე არსებული გზის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ გზის ჩაკეტვის შემთხვევაში სექტემბერში ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსს მიიღებს, თუმცა, რა ფორმით აღდგება აღნიშნულ მონაკვეთზე გზა, ამას კომისია უახლოეს პოერიოდში გადაწყვეტს.
რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, თბილისის მერის თქმით, ხეობაში დამონტაჟდება ადრეული გაფრთხილების სისტემა. ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაიწყო.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. იწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი, ასევე გაწმენდილია ჩახერგილი გვირაბების ნაწილი და პროცესი ამ დრომდე მინდინარეობს. გარდა ამისა, დავიწყეთ საყრდენი კედლის მშენებლობა, რომელიც უსაფრთხოს გახდის წყნეთის ქუჩა N13-სა და მის მიმდებარე ტერიტორიას. ინტენსიური წვიმების შემთხვევაში, ვიდრე არ გვექნება მდინარე ვერეს ხეობაში გზის გრძელვადიანი უსაფრთხო პროექტი, მანამდე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ჩაიკეტება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42