ამის შესახებ "გურიის მოამბეს" შსს-ს მაღალჩინოსნებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.
გადამოწმებული, კონფიდენციალური ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი, შსს-ს ხელმძღვანელობას, რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა და ორი ადამიანის დაკავება და წარმოშობით გურული ბიზნესმენის, გურიიდან ჩამოშორება სთხოვა.
გუბერნატორი მის მოთხოვნას სპეცსამსახურებიდან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციით ასაბუთებდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მხარის პირველი პირი, გურიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის, ზაზა გობრონიძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.
თავად გობრონიძემ კი, გუბერნატორს, ინფორმაცია პირადი კონტაქტების გამოყენებით, ქეთი მოისწრაფეშვილის მეშვეობით ისე მიაწოდა, რომ საქმის კურსში არც შსს და არც სუსი არ ჩააყენა.
წყაროს ცნობით, ინფორმაცია პოლიტიზირებული აღმოჩნდა, ანუ, როგორც წყარო ამბობს, კონტრდაზვერვამ გურიაში დაპირისპირებული ორი დაჯგუფებიდან, სუბიექტური ინფორმაცია და დასკვნა, ერთ ერთი დაჯგუფების სასარგებლოდ დადო, რამაც მეორე დაჯგუფების "კრიშები" თბილისში, ძლიერ, გააღიზიანა.
ამ წუთებში გუბერნატორის კაბინეტში ძალოვანი უწყებების და ორი დაჯგუფების წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებშიც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები შედიან, და კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის ბედს წყვეტენ.
მასალის გამოყენების პირობები






